ცნობილი ქართველი ქალების ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიები

277

თეა თუთბერიძე

შეყვარებული თეა თუთბერიძე თითქმის ყველასთვის წარმოუდგენელია, ხშირად არც უყვარდება. მისი დიდი სიყვარულიტრაგიკულად დასრულდა. თეა თუთბერიძის საყვარელი მამაკაცი დიჯეი გუგა ჟღენტი იყო, თეას და გუგას საერთო ვაჟი,დათიც ჰყავთ. ამ თემაზე თეამ მხოლოდ ერთხელ ისაუბრა, იმ დღეების გახსენება, როცა გუგა სიკვდილს ებრძოდა, უჭირს.გუგა სანაპიროზე ავტოავარიაში მოხვდა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე გუგას მეგობარი დაიღუპა, თავად კი 7 დღისმანძილზე ებრძოდა სიკვდილს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “გუგა ძალიან კარგი ადამიანი იყო – მოსიყვარულე დახალისიანი. როცა ვიჩხუბებდით, შერიგების ინიციატორი ყოველთვის თავად იყო და მოულოდნელი სიურპრიზების მოწყობაცუყვარდა. დამთმობი და კეთილი, კარგი მამა, ჩემზე უკეთესი მშობელი – ასე შემიძლია დავახასიათო ის. ერთი წლის იყოდათი, როცა გუგა დაიღუპა და ბავშვმა მაინც ძალიან განიცადა. სურათებს ვაჩვენებდით, მამას როცა ითხოვდა, აბრუნებდა ამსურათს და ტიროდა, მამა აქედან გამოვიდესო, ვერ ხვდებოდა, რატომ აღარ მოდიოდა გუგა. იმ პერიოდში სულ ტიროდაბავშვი, მერე ფსიქოლოგთანაც კი მივიყვანეთ მე და გუგას მამიდამ. ფსიქოლოგმა გვირჩია, გარკვეული პერიოდით მასთან გუგასსახელიც არ გვეხსენებინა. ბაღში ბავშვებს მამები რომ აკითხავენ, მასაც უნდა მამამ წამოიყვანოს შინ და სულ კითხულობს, სადარის მამა და ელოდება”,– იხსენებს თეა ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც იმასაც აღნიშნავს, რომ გუგას გარდაცვალებითმიღებული ტკივილი სწორედ შვილმა გადაატანინა.

 

ლელა მებურიშვილი

მსახიობი ლელა მებურიშვილი რამდენიმე თვის წინ დავით საგანელიძის ძმისშვილზე ბაჩო საგანელიძეზე დაქორწინდა.წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. რამდენიმე წლის წინ, მაშინ, როცა ლელა მებურიშვილი საზოგადოებისთვისნაკლებად იყო ცნობილი, დიდი სიყვარული ეწვია. ის მურიკო ქართველიშვილის შეყვარებული გახლდათ. ლელამ და მურიკომერთმანეთი ვაკის სარდაფში გაიცნო და ორ წელზე მეტხანს იყვნენ შეყვარებული. საკუთარ ტრაგედიაზე მსახიობი იშვიათადლაპარაკობს. “მურიკო თეატრში მოვიდა და… მომეწონა. ჩვენ ტოლები ვიყავით. ორ წელიწადზე მეტი ვიყავით ერთად. ახლავფიქრობ, რომ ჩემთვის ეს გრძნობა ღვთისგან ნაჩუქარია. როცა ადვილად გიყვარდება, ზებუნებრივს ვერ დაარქმევ, მაგრამ,როცა ასე იშვიათად მოდის გრძნობა, ეს საჩუქარია. ღმერთმა გამომიგზავნა სითბო და სიყვარული. ჩემთვის ეს სიყვარულიზებუნებრივი იყო”, – ისხენებს ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში. მურიკო პროფესიით იურისტი იყო. ის მეგობრის მიერგასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. ამბობენ, რომ ტყვია სხვისთვის იყო გამიზნული და მურიკოს შემთხვევით მოხვდა. თუმცაღიად ამ თემაზე არავინ საუბრობს. მურიკოს გარდაცვალების შემდეგ ლელა დიდხანს იყო მარტო. ამ სირთულის გადატანაშირწმენა დაეხმარა.

 

ვერიკო ტურაშვილი

ვერიკო ტურაშვილი საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობს. ეს მისთვის მტკივნეული თემაა. მისიმეუღლე გოშა ბერუჩაშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ამბობენ, რომ გოშა და ვერიკო მაშინ ნაჩხუბრები იყვნენ. წყვილმაერთმანეთი თეატრალურში გაიცნო. გოშა ყოველთვის ვერიკოსთან ერთად დადიოდა ყველგან და ცდილობდა, მისთვისკარიერის აწყობაში ხელი შეეწყო. საკმაოდ პატარა ასაკში იქორწინეს და 20 წლის ვერიკო პატარა ლიზის დედა გახდა. როცაგოშა დაიღუპა, ლიზი 3 წლის იყო და

მამა ფრაგმენტულად ახსოვს. ვერიკო დიდხანს იყო მარტო, შარშან კი ახალ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად დედამთილთან დაქალიშვილთან ერთად. როგორც ამბობენ ვერიკო ახლა შეყვარებულია, მისი რჩეული “რუსთავი 2”-ის ოპერატორი ლაშანაკაიძეა.

 

ანა ტყებუჩავა

ანა ტყებუჩავას სიყვარულიც ტრაგიკულად დასრულდა. მაშინ, მსახიობი 24 წლის იყო, გიორგი კი უნივერსიტეტს ამთავრებდა. “გოგონებს რომ გვიყვარს, ისე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია – ძმაკაცებს დაქალები მოვეწონეთ. ერთმანეთსვეხმარებოდით ურთიერთობებში. ძალიან კარგი დრო იყო, ზღაპარივით მახსენდება. მაშინ 24 წლის ვიყავი. 2 წელი ვიყავითერთად. მერე უცებ გაგვიფუჭდა ურთიერთობა – მე თეატრში სპექტაკლზე ვმუშაობდი, მან უნივერსიტეტი დაამთავრა დანერვებზე ვიყავით. დაქორწინებას არ ვჩქარობდით, რადგან ჯერ გვინდოდა, ცხოვრება მოგვეწყო. მერე მივხვდით, რომურთიერთობა ჯუჯღუნში გადაგვეზარდა და პაუზა უნდა აგვეღო, ამიტომ დავშორდით. ცოტა ხანი გაბუტულები ვიყავით. ორთვეში შერიგება სცადა, მე კი მივხვდი, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. მიუხედავად ამისა, ვცდილობდით, მეგობრებივყოფილიყავით”, –იხსენებს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. გიორგის გარდაცვალება ანამ მძიმედ გადაიტანა. სულ სახლშიიყო, წიგნებს კითხულობდა და უფრო ეკლესიური გახდა. გიორგის სიკვდილის შემდეგ ანას 5 წელი არავინ შეყვარებია, ერთიწლის წინ კი იქორწინა და დედაც გახდა.

 

ქრისტინე იმედაძე

ქრისტინე იმედაძის პირველი სიყვარული სერგუნა ტრაგიკულად დაიღუპა. მომღერლის შეყვარებული ავტოავარიამიმსხვერპლა. ქრისტინეს და სერგუნას პრინცს და პრინცესას ამსგავსებდნენ. სერგუნა საზღვარგარეთ სწავლობდა და თბილისშიიშვიათად ჩამოდიოდა. მის გამოგზავნილ საჩუქრებს ქრისტინე დღემდე ინახავს. ისინი დაახლოებით ერთი წელიმეგობრობდნენ. იმ დღეს, როცა სერგუნამ ქრისტინეს სიყვარული აუხსნა, მომღერალი გაციებული იყო, საღამოს კი სიცხემაუწია. სერგუნას უნდოდა ქრისტინეს გასამხიარულებლად მისთვის საჩუქრები მიეტანა, სწორედ იმ დროს, როცა ქრისტინესტელეფონით ესაუბრებოდა ავტოავარიაში მოხვდა. ქრისტინე დღემდე ამბობს, რომ სერგუნას ფონზე ყველა მამაკაცი შავ-თეთრიგახდა. ქრისტინე სერგუნას დღემდე ხედავს სიზმრებში, ხშირად დადის მის საფლავზე და ყვავილები მიაქვს. “პროფილში”სტუმრობისას ქრისტინემ თქვა, რომ სერგუნა მის ყოფილ მეუღლეს, ლაშა ჯაკობიასაც ესიზმრებოდა.

 

ნინა წკრიალაშვილი

მომღერალ ნინა წკრიალაშვილის ქორწინება ერთი წლის წინ ტრაგიკულად დასრულდა. მისი მეუღლე, თენგო წივწივაძესამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს ავტოავარიაში მოხვდა. ნინამ და თენგომ ერთმანეთი დაახლოებით ორიწლის წინ, ლიტვაში გაიცნეს, სადაც საქართველოს კალათბურთის ნაკრების თამაშებზე იყვნენ ჩასული. პირველი პაემანი კითბილისში ჰქონდათ. ნინაზე ამ სიყვარულმა ძალიან იმოქმედა, მეორედ გათხოვების გადაწყვეტილებაც მალე მიიღო. თენგოსგვერდით თავს ბედნიერად გრძნობდა, ამიტომ მასთან უეცარი განშორება ყველას გაუკვირდა. ერთად რამდენიმე თვე იცხოვრეს.ნინას თენგო დიდხანს სთხოვდა შერიგებას, მაგრამ მომღერალი უარს ამბობდა. ყოფილი ქმრის გარდაცვალება მომღერალმაძმისგან შეიტყო და ეს ამბავი რთულად გადაიტანა.

წყარო: ambebi.ge