ქართველი დიჯეის და პროდიუსერის ივოლ ვეივსის მუსიკას არმინ ვან ბიურენი და ტიესტო უკრავს

318

ივოლ ვეივსი :  “პირველივე კონტაქტი საკმარისი იყო, რომ ტიესტოს ჩემი მუსიკა დაეკრა.  „

ქართველი დიჯეი, 28 წლის გიგი ბეჟანიშვილი, რომელსაც გულშემატკივრები ივოლ ვეივსის სახელით იცნობენ, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში პირველ ათეულში შემავალ დიჯეებთან, ტიესტოსთან და არმინ ვან ბიურენთან თანამშრომლობს. გიგის მუსიკას მისი სახელით წამყვან სცენებზე უკრავენ, ხოლო მსმენელი მსოფლიო მასშტაბით იმ ჰიტებზე ერთობა, რასაც ივოლ ვეივსის მუსიკა ჰქვია.

გიგი ელექტრონული მუსიკით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. პარალელურად კი თავისი ნამუშევრების უცხოელი მენეჯერებისთვის  გაცნობა გადაწყვიტა. კონკრეტული მიზანი არ ჰქონდა, არც ფიქრობდა, რომ მისი შემოქმედებით არმინ ვან ბიურენი ან ტიესტო დაინტერესდებოდნენ, თუმცა ამის გამო ცდაზე უარი არ უთქვამს. შედეგი მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა-წამყვანმა დიჯეებმა ივოლ ვეივსის მუსიკა მოიწონეს.

ქართველი დიჯეი ფართომასშტაბიანი აღიარებით არის დაინტერესებული, ალბათ სწორედ ამიტომ საქართველოში მის შესახებ აქამდე ბევრმა არაფერი ვიცოდით.  „yellowblog“ კი პირველად გაგაცნობთ მას, ვის მუსიკასაც მსოფლიოს ნომერ პირველი დიჯეები უკრავენ.

– გიგი, როგორ დაინტერესდით ელექტრონული მუსიკით?   

– უბრალოდ, ერთ დღეს  დამაინტერესა როგორ იწერება და კეთდება ელექტრონული მუსიკა.ეს დღეს პრობლემა აღარ არის, რადგან კომპუტერული ტექნიკა განვითარდა. ადრესპეციალური აპარატურა უნდა გქონოდა რაიმეს გასაკეთებლად-სინთეზატორი და ა.შ. დღესშეგიძლია ვირტუალურად შექმნა მუსიკა. ამ სფეროში რომ გავერკვიე, დაახლოებით ექვსითვის შემდეგ  ჩემი ერთ-ერთი პირველი სრულყოფლი ნამუშევარი გავუგზავნე  „ებავ ენდბიონდს“ (ბრიტანული ბენდი, რომელიც  2009 წელს დიჯეების მსოფლიო ტოპ ასეულში მეოთხეადგილს იკავებდა. ავტ) იმ საიტზე, სადაც მილიონობით ადამიანი ტვირთავს თავის მუსიკას.არც ვფიქრობდი, რომ მოუსმენდნენ, მაგრამ მაინც გავაგზავნე. ჩემი დაბადების დღე იყო,მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ბენდმა ჩემი გაგზავნილი მუსიკა დაუკრა. ეს იყოპირველი სტიმული და წარმატება, რომ საქმე გამეგრძელებინა. ყველაფერი შენზეადამოკიდებული. მუსიკა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ უნდა წერო. ის ხალხსაუცილებლად უნდა გაუზიარო.

– რას ნიშნავს, როცა მსოფლიო მასშტაბით წარმატებული ბენდი ან დიჯეი უკრავს სხვისმუსიკას, რა პირობებია ასეთ დროს?

– ამ შემთხვევაში მსოფლიო არტისტები ასახელებენ ვის მუსიკას უკრავენ. მსოფლიოარტისტები იმიტომ ირჩევენ შენს მუსიკას, რომ მიიჩნევენ ძალიან ხარისხიანად. შენთვის კიპლიუსი არის ის, რომ ძალიან დიდი აუდიენცია გისმენს,  შესაბამისად აქტუალური ხდები.

„ებავ ენდ ბიონდის“ შემდეგ, კიდევ უფრო დავხვეწე ჩემი მუსიკა და ერთი წლის მერე მარკუსშულცს (გერმანელი დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერი, ავტ), გავუგზავნე. ერთ დღეს კი მანმომწერა, ვინმესთან კონტრაქტი გაქვს და აპირებ ამ მუსიკის გამოშვებასო? როცა გაიგო, რომამგვარი არაფერი ხდებოდა, შემომთავაზა, თავისი ლეიბლით გამოეშვა ჩემი პროდუქცია. რათქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ეს 2007 წელს ხდებოდა. მარკუს შულცის მხრიდანწარმატებას კი უკვე 2008 წელს მივაღწიე. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კონტაქტიდან სხვაკონტაქტებზე გადადიხარ. ყველაფერი ვრცელდება, როცა ერთი დიჯეი უკრავს შენს მუსიკას დაამბობს, რომ კარგია, მეორე ინტერესდება.  შესაბამისად, სხვებთან დაკავშირება მოვახერხე,  არტისტებთან თუ მათ მენეჯერებთან.

– ამგვარად დაუკავშირდით  მსოფლიო ტოპ დიჯეებს,  არმინ ვან ბიურენს და  ტიესტოს?

– არც მიფიქრია რომ არმინი ან ტიესტო დაუკრავდა ჩემს მუსიკას. თუმცა მათ მენეჯერებსდავუკავშირდი სწორედ მარკუს შულცის შემდეგ და გაირკვა რომ შემიძლია ტიესტოს მუსიკაგავუგზავნო. მის მენეჯერს მივაწოდე ჩემი ნამუშევრები და პირველივე კონტაქტი საკმარისიიყო, რომ ტიესტოს ჩემი მუსიკა დაეკრა.  ამგვარადვე დავუკავშირდი არმინ ვან ბიურენისმენეჯერსაც. როცა არმინმაც დაუკრა ჩემი მუსიკა, ეს ძალიან მაგარი შეგრძნება იყო.მითუმეტეს, რომ ის იყო ჩემთვის ინსპირაცია და მისი მოსმენის შემდეგ დავინტერესდიელექტრონული მუსკის შესწავლით.

ძალიან ბევრ არტისტთან მითანამშრომლია და ვთანამშრომლობ. მათ შორის ნიკირომეროსთან (ჰოლანდიელი დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერი, მუშაობდა ისეთდიჯეებთან, როგორცაა ტიესტო, დევიდ გეტა, ავიჩი და სხვები. დიჯეების ტოპ ასეულში დღესმეშვიდე ადგილი უკავია. ავტ). ვირტუალურად მითანამშრომლია და  შემიქმნია მუსიკა შვედპროდიუსერთან ერთად. ტიესტოს რადიო შოუში ე.წ. „ გესთ მიქსი“ მქონდა, ეს ნიშნავს, იმას,რომ შოუში გარკვეული დრო დამითმეს და ტიესტოს  მსმენელმა მოუსმინა ჩემს მუსიკას.

– თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ამგვარი თანამშრომლობა მსოფლიო არტისტებთან, რომელსაცპროდიუსერობაც შეგვიძლია ვუწოდოთ, შემოსავლიანია?

– როცა კარგ მუსიაკს წერ, ეს შემოსავლიანია. კონკრეტულ რიცხვებს არ დავასახელებ.

– სხვისთვის თუ დაგიწერიათ მუსიკა?

– დამიწერია სხვსთვის, მაგრამ ამის დიდი მომხრე არ ვარ. არსებობს შემოთავაზებები, როცასურთ შენი მუსიკა იყიდონ, როგორც საკუთარი ნამუშევარი (ე.წ. „გოუსთ პროდაქშენ“ ghost production ).  რთულია როცა შენი ნამუშევარი ჰიტი ხდება, მსოფლიო იტაცებს და შენ მასზეუფლებები აღარ გაქვს.

– რა ეტაპია დღეს თქვენს მუსიკალურ კარიერაში და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– ახლაც უკრავს არმინ ვან ბიურენი და ნიკი რომერო ჩემს მუსიკას, ასევე სხვები. ნოემბრიდანახალი ნამუშევრები გამოვა სხვადასხვა განთქმულ ლეიბლებზე, ჯერჯერობით თავს შევიკავებდა არ დავასახელებ რომელზე.  მინდა რომ ეს წელიწადი ძალიან დატვირთული მქონდეს დაპროდუქტიული ვიყო. რაც მთავარია, ვიცი, რომ არასდროს შევწყვეტ ჩემს საქმეს დაყოველთვის შევქმნი მუსიკას.

– რას ნიშნავს თქვენი სახელი, ივოლ ვეივს და რატომ შეარჩიეთ ის?

_  საკუთარი თავიდან გამომდინარე, როგორი ტიპიც ვარ ავარჩიე ეს სახელი-ივოლუშენ ვეივს,ანუ ევოლუციური ტალღები. ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაში მუდმივად განვიცდიცვლილებებს.

– საქართველოში რატომ არ ხართ აქტიური?

– არასდროს მიცდია საქართველოში აქტიურობა, რადგან ყოველთვის გლობალურადვფიქრობდი. არ მინდა მხოლოდ ერთ ქვეყანაში ვმუშაობდე. თუმცა საქართველოშიც მქონია„ივენთები“.

– შემოქმედებით პროცესში რა გჭირდებათ?

– ინსპირაცია, მუსიკა, ფილმი, გარშემო მყოფი საყვარელი ადამიანები.

– პირადი ცხოვრება რამდენად გეხმარებათ ან გიშლით ხელს თქვენ საქმეში?

– პირადი ცხოვრება , რა თქმა უნდა , ახდენს გავლენას ჩემს პროდუქციაზე, რადგანაც მუსიკაგრძნოებებზეა აგებული.

– შეყვარებული ხართ?

– შეყვარებული ვარ მთელი ცხოვრება, უსიყვარულოდ მუსიკას როგორ დავწერ? მშობლებისსიყვარული იქნება თუ მეგობრების, ეს გრძნობა მნიშვნელოვანია.

– ოჯახის წევრები ალბათ განსაკუთრებული გულშემატკივრები არიან.

– ჩემი მშობლები და უფროს ძმა პირველი მხარდამჭერები არიან. მათ ესმით რას ვაკეთებ,მოსწონთ და ამაყობენ.

– როგორ შეაფასებთ თქვენ გულშემატკივრებს?

– რა თქმა უნდა, მიხარია როცა უცხოელების დადებით შეფასებას ვიღებ, მაგრამ ყველაზედიდი სტიმული ჩემთვის ქართველი გულშემტკივარია. საქართველოში ძალიან მაგარიმსმენელია. თუ ვინმე ამბობს რომ აქ კლუბში ვერ ერთობიან და ცუდი მსმენელი დადის,ნიშნავს, რომ თავად ვერ ახერხებენ მსმენელის აყოლიებას და გართობას.

– რა უნდა განვითარდეს საქართველოში ელექტრონული თუ ზოგადად, მუსიკისხელშესაწყობად?

– პირველ რიგში ხალხმა უნდა დააფასოს არტისტი.  საქართველო პროცენტულად ყველაზე მეკობრული ქვეყანაა. ესნიშნავს იმას, რომ აქ ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი უფასოდ უსმენს მუსიკას და უყურებს ფილმებს ინტერნეტში. თუგინდა რომ არტისტი განვითარდეს, ბუნებრივია ფინანსებია საჭირო და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გაყიდვები.თუმცა ბევრი ნამუშევარი უფასოდაც დამიდია. საქართველოში, კლუბებში მუსიკალური ჟანრების მეტი არჩევანი უნდაშესთავაზონ ადამიანებს.

ივოლ ვეივსის შემოქმედებას შეგიძლათ გაეცნოთ აქ:    download (3) download (2) download (1)