სუპერმეთოდი! მუცლის მოშორება ერთი ძაფის მეშვეობით, დამქანცველი ვარჯიშის გარეშე

464

ფიზიოთერაპევტებმა ახალ მეთოდს მიაგნეს, რომელიც მუცლის მოშორებასა და ლამაზი ფორმის მიღებაში დაგეხმარებათ.
აღმოჩნდა, რომ წელზე მობმულ უბრალო ძაფს შეუძლია ადამიანს ყოველგვარი ვარჯიშის გარეშე მოაშორებინოს მუცელი.

სპეციალისტების აზრით, ძაფი ორგანიზმს შეახსენებს, რომ გამუდმებით შეზნიქოს და დაჭიმოს მუცლის კუნთები.
წელზე შემოხვეული ძაფი დაუსრულებელი ვარჯიშებისა და დაბალკალორიული საკვების მიღების უმარტივესი ალტერნატივაა.
ბრიტანელი წამყვანი ფიზიოთერაპევტი სემი მარგო ამტკიცებს, რომ წელზე შემოხვეული ძაფი ადამიანს გამუდმებით ახსენებს მუცლის კუნთების დაჭიმვას.
,,აიღეთ ძაფი, შემოიხვიეთ მუცელზე, – ამბობს სემი. – დააფიქსირეთ ის ნახევრად ამოსუნთქვაზე, ისე, რომ ამოსუნთქვისას ძაფი კარგად იგრძნობოდეს. ასე ძაფი ყოველთვის შეგახსენებთ კუნთების დაჭიმვას. თქვენ მთელი დღე ამით იქნებით დაკავებული – სიარულისას, ჯდომისას, დგომისას, მუშაობისას და სახლში დასვენების დროსაც. შეეცადეთ, არ მოიხსნათ ძაფი იქამდე, სანამ გაუძლებთ. გარდა იმისა, რომ ის მოგაცილებთ მუცელზე ზედმეტ ცხიმს, ხერხემლის მდგომარეობასაც გამოგისწორებთ”.

თურმე სწორედ ეს მარტივი მეთოდი – მთელი დღე წელზე შემოხვეული ძაფი  – ბევრად ეფექტურია, ვიდრე კვირაში სამჯერ სპორტდარბაზში ვარჯიში.

ეს სუპერმეთოდი დაგეხმარებათ, მიაღწიოთ სასურველ შედეგს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვის გარეშე.

წყარო