როგორ ავიცილოთ ,,პახმელია”.

481

თუ წინასწარ იცით, რომ სუფრასთან მოგიწევთ დალევა და ქეიფი დიდხანს გასტანს, რეკომენდებულია, 2-3 საათით ადრე მიიღოთ 50 გრამი არაყი, რათა ორგანიზმი წინასწარ შეეგუოს იმ დატვირთვას, რომელსაც შემდგომ მიიღებს. დალევის წინ თუ შეგიძლიათ, მიირთვით ცხიმიანი კერძები ან თოხლო კვერცხი, რაც ხელს შეუშლის ალკოჰოლის სწრაფ შეწოვას ორგანიზმის მიერ. სუფრასთან დაჯდომის წინ მიირთვით ფინჯანი ჩაი პიტნით ან ლიმონით. სუფრასთან მიირთვით მხოლოდ ერთი სახის სასმელი, სხვადასხვა სასმელს ნუ აურევთ. თუ ვერ აცდით ამ პროცესს, მაშინ ეცადეთ, დაიცვათ თანმიმდევრობა. სასმელის მიღება ალკოჰოლის სიმაგრის მატებასთან ერთად უნდა მიმდინარეობდეს. არასდროს დაიწყოთ სუფრა ტკბილი, სადესერტო, შამპანური-ღვინოებით და კონიაკით. შესაძლოა, მაგარ ალკოჰოლთან ერთად მცირე დოზით მიირთვათ ლიქიორი, ვერმუტი… აუცილებლად, ყოველი ულუფა სასმელის მიღების შემდეგ დააყოლოთ პური, კარტოფილი, მჟავე კომბოსტო – ესენი ანეიტრალებენ ალკოჰოლის მოქმედებას. მოდაშია მაგარი სასმელების გაზავება ლიმონათით, „კოკა-კოლით“, ტონიკებით. დაიმახსოვრეთ, რომ ნახშირმჟავა აირის მიღება ხელს უწყობს ალკოჰოლის სწრაფ შეწოვას და აჩქარებს სიმთვრალეს. თუ ატყობთ, რომ ზომაზე მეტი დალიეთ, არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ გარეთ სიცივეში, რადგან სიმთვრალე კიდევ უფრო მოგეკიდებათ. სმის დროს, რაც შეიძლება ნაკლები მოწიეთ, რადგან ნიკოტინი ორჯერ მეტად აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას.

სუფრის დამთავრების შემდეგ სასურველია, მიიღოთ მაგარი ჩაი პიტნით ან ლიმონით და ყავა ლიმონით. გამოსაფხიზლებლად კი რეკომენდებულია, ერთ ჭიქა ცივ წყალში ჩააწვეთოთ 20 წვეთი პიტნის ნაყენი ან ჭიქა ცივ წყალზე 2 წვეთი ნიშადურის სპირტი და დალიოთ. გულისრევის შეგრძნების შემთხვევაში, უნდა მიირთვათ ფინჯანი ცხელი ყავა მარილით. თუ მთვრალ ადამიანს გული მისდის, რეკომენდებულია, სწრაფი მოძრაობით დაუზილოთ ყურები. ამით სისხლის მოქმედებას შეუწყობთ ხელს და ის მალევე მოვა გონს. ზედმეტი ჭიქის მიღების შემდეგ ადამიანი ცუდ ხასიათზეა, თავდაპირველად საგრძნობლად უქვეითდება შაქრის შემცველობა სისხლში, იწყება გულისრევა, თავბრუსხვევა, ენის დაბმა… დილით კი ენის სიმშრალე და წყურვილის შეგრძნება პახმელიის პირველი ნიშანია. გაზიანი სასმელები უფრო სწრაფად აღწევს სისხლში, ამიტომ შამპანურით უფრო მალე დათვრებით, ვიდრე ღვინით. დილით, როგორც კი გაახელთ თვალს, ეცადეთ, დალიოთ წყალი, რომ აღიდგინოთ წინა დღეს დაკარგული სითხის რაოდენობა, რადგან ალკოჰოლი ერთგვარი შარდმდენიცაა. მისაღებია ასევე, ბანანი, წყალში ხსნადი C ვიტამინი, გასეირნება სუფთა ჰაერზე.

დილით პახმელიაზე არ არის რეკომენდირებული  ლუდის, ყავის, ალკოჰოლური სასმელების სმა, რადგან დაგიფრთხობთ ძილს და პახმელიასაც არ მოგიხსნით.

წყარო