პირველი ასტროლოგიური სკოლა საქართველოში

267

საქართველოში პირველი  ასტრო-ეზოთერული სკოლა გაიხსნა, რომელიც მსურველებს ასტროლოგიური სწავლების სამ წლიან პროგრამას სთავაზობს.ამ თემით Yellowblog.ge დაინტერესდა და გთავაზობთ ინტერვიუს , სკოლის დამფუძნებელ თორნიკე ბიძინაშვილთან.
– როდის და ვისი მხრიდან წარმოიშვა ამ სკოლის დაარსების იდეა ?
– ამ ყველაფრის დამაარსებელი  მე ვარ.აგრეთვე, ჩვენი ჯგუფი,ადამიანები,რომლებიც ჩვენთან ერთად არიან დასაბამიდან.შემდეგ უკვე დავიწყეთ ამ ყველაფერზე მუშაობა.დავიწყეთ ასტოლოგიის შესწავლა და შემდეგ  დავაარსეთ სკოლა.ასტროლოგიურ სკოლას ხელმძღვანელობს ლია ბარათაშვილი.
– დაახლოებით რამდენი ხანია რაც ეს იდეა წარმოიშვა და რა არის სკოლის დაასების მთავარი მიზანი?
– იდეა წარმოიშვა დაახლოებით 2 წლის წინ. სკოლის დაარსების მთავარი მიზანი კი არის ის,რომ მოხდეს ხალხში მეტი ინფორმაციის მიღება ასტროლოგიის შესახებ.ხალხში არის აზრი,რომ ასტროლოგია არის პარამეცნიერება ,რომელიც ეჭვებს ბადებს.ხალხმა უნდა გაიგოს რა არის რეალურად ასტროლოგია.ასტროლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეცნიერება.ყოველდღიური ჰოროსკოპები არის რეალური ასტროლოგიის სახელის გატეხვა.იმ მხივ,რომ ხალხი რწმენას კარგავს და მათ ჰგონიათ,რომ ამის იქით ასტროლოგია აღარ არსებობს.ჩვენი მიზანია,რომ საქართველო გახდეს პროგრესული ეზოთერული კუთხით,როგორიც არის რუსეთი,ევროპის ცივილიზებული ქვეყნები,იგივე იაპონია.ისინი საკმაოდ აქტიურად ხმარობენ მეცნიერების ამ მიმართულებას.
– როგორ ფიქრობთ, ჩვენ რატომ ვერ მივაღწიეთ განვითარების ამ საფეხურს ამ დრომდე ?
– აქ იყო დამამუხრუჭებელი საშუალებები.ჩვენთან უფრო რელიგიური მხარე ვითარდება.ასტროლოგია რელიგიას არ ეწინააღმდეგება და ამას ვერც ერთი სასულიერო პირი ვერ დაამტკიცებს . როდესაც სოციუმი ვერ პროგრესირებს, თავისთავად, ასტოლოგიისთვის არავის არ სცხელა.რთულია ცივილიზაციის ელემენტები შემოიტანო,თუნდაც ამ კუთხით.
– თქვენ თქვით,რომ ასტოლოგია რელიგიას არ ეწინააღმდეგება.თუმცა,არსებობს ფაქტები,როდესაც სასულიერო პირები ასტოლოგიას ეწინააღმდეგებიან.რა არის ამის მიზეზი?
– როცა ადამიანი ასტოლოგიას სწავლობს და მასთან ერთად ვითარდება, იგი ყოველთვის ხდება უფრო დამოუკიდებელი და თვითგანსჯადი.მას შეუძლია გარე პირების გარეშე გამოიტანოს აზრი თუ რა მუშაობს და რა არა. სასულიერო პირებმა შეიძლება დაკარგონ ზეგავლენა ხალხზე და მასებზე . მერწყულის ეპოქაა და ამას ვერ გაექცევა ვერც ერთი ქვეყანა.ან მიიღებ, ან არ მიიღებ.თუ არ მიიღებ ვერ განვითარდები და ჩარჩები იქ,სადაც იყავი. დღეს დროა იმისა,რომ ყველაფერი გაიხსნას,დაბინდული გონება ცოტა გაიშალოს და მეტი და მეტი გაიგოს ადამიანმა თავის თავზე.
– რამდენ წლიანი იქნება თქვენს სკოლაში სწავლება და თუ გაიცემა რაიმე სახის დიპლომი.აგრეთვე,ვინ იქნებიან ადამიანები,რომლებიც ასწავლიან თქვენს სკოლაში.თვითნასწავლი ასტოლოგები,თუ მათაც აქვთ მიღებული  განათლება სხვა ქვეყანაში?
– დიპლომი თავისთავად გაიცემა 3 წლის შემდეგ. სახელმწიფოები ამას არ აღიარებენ და ეს იქნება მსოფლიო ასოციაციის მიერ აღიარებული დიპლომი.ქალბატონი ლია ბარათაშვილი,რომელსაც აქვს 2 დიპლომი ასწავლის ჩვენს სკოლაში. მან გაიარა მოსკოვში საკმაოდ დიდი სკოლა და  მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ასტოლოგიის მხრივ.ჩვენთვის მთავარია ხარისხი და კომპეტენტურობა.
– სკოლა გაიხსნა ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში.ხომ არ აპირებთ სკოლის გახსნას რეგიონებშიც?
– მოგეხსენებათ , ჩვენს სკოლაში გადასახადი არის 70 ლარი თვეში.ეს თანხა არის სიმბოლური,როდესაც იტალიაში 1 გაკვეთილი ღირს 70 ევრო.ამ სახსრებით არ მგონია,რომ შევძლოთ რეგიონებშიც ფილიალების გახსნა.
– გაქვთ თუ არა სახელმწიფოს გვერდში დგომის იმედი?
– მე იმედი მაქვს,რომ სახელმწიფო ამის წინააღმდეგი არ იქნება.ჩვენ დავეხმარებით სახელმწიფოს ჩვენი პროგნოზებით. თუ დაგვიჯერებენ უფრო წარმატებულები იქნებიან . თუ იქნება მათი კეთილი ნება ამ სფეროს განვითარებისა,მივესალმები ყველანაირ ინიციატივას.

– რას ელოდებით ამ სკოლისგან და როგორ ფიქრობთ,რა დრო სჭირდება იმას,რომ ადამიანებმა გაიცნონ  ასტოლოგია,როგორც მეცნიერება?
– უნდა მოხდეს გარკვეული ასტოლოგიური მიმართულებით მკვეთრი ცვლილებები.არაპროფესიონალიზმი , რომელიც სუფევს საქართველოში ამ კუთხით,ეს უნდა დამთავრდეს,უნდა განვვითარდეთ.ოქტომბრის ბოლოს ჩამოგვყავს ბოკაჩოვი.ეს უკვე ერთგვარი ისტორიული ფაქტია.ამ ყველაფერს მიეცემა პერმამენტული ხასიათი.
ასტროლოგიის მეცნიერებად გაცნობას სჭირდება წლები. თუმცა,დრო აჩქარებულია.აქედან გამომდინარე , ხალხის დაინტერესება უფრო და უფრო იზრდება.
გოგა ქუცნიაშვილი