ნინი ყუბანეიშვილი: ,,ფოტოგრაფია – საშუალება რითიც გამოვხატავ ჩემს ემოციებს…”

182

ამბობენ რომ ფოტოგრაფია შეჩერებული წამია, ფოტოგრაფები კი ის ადამიანები არიან რომლებიც ამ წამებს  ჩვეულებრივი თვალისაგან განსხვაბულად აღიქვამენ.. ნინი ყუბანეიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია. სკოლის პერიოდში აღმოჩენილი ინტერესი ფოტოგრაფიის მიმართ დროებითი არ აღმოჩნდა და თამამად შეიძლება ითქვას რომ დღეს იგი ერთ-ერთი გამორჩეული ხედვის მქონე ფოტოგრაფია. ტექნოლოგიური მიღწევების საუკუნეში ნაკლებად რთულია გვერქვას ფოტოგრაფი, რადგან გაცილებით გამარტივდა და დაიხვეწა აპარატი რომელიც წამის დაჭერაში გვეხმარება. ეს კარგია მაგრამ კიდევ უკეთესია როცა აპარატი კარგ ხელშია.

– ნინი რა არის შენთვის ფოტოგრაფია?

– ხელოვნება ჩემთვის ემოციაა – ფოტოგრაფია კი ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულება. ფოტოგრაფია ეს არის საშუალება რითიც გამოვხატავ ჩემს ემოციებს და სათქმელს რომელსაც სიტყვები ვერ გადმოსცემს. მოკლედ ეს არის სფერო, რომლითაც საკუთარი თავის გამოხატვას ვცდილობ.