ნანუკა ჟორჟოლიანი – მაშინდელი ვარსკვლავებისთვის კურიერში მიკროფონი დამქონდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რა იყო ჩემი მიზანი

434

– ნანუკა დავიწყოთ თავიდან, რატომ ჟურნალისტიკა და როგორ აღმოჩნდი ამ სფეროში?

– არ ვიცი სიმართლე გითხრა. დედაჩემი მიყვება, რომ ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკიდან “დეზადორის” ცარიელი ბოთლებით , მიკროფონის ფორმა რომელსაც ჰქონდა სარკის წინრაღაცეებს ვყვებოდი 🙂 ცოტა რომ წამოვიზარდე მეც მახსოვს, რომ მეზობლებს სისხლს ვუშრობდი. დავსდევდი და რაღაცეებს ვეკითხებოდი. ეზოში ყველა ჟურნალისტკას მეძახდა:)

– რომ არა ჟურნალისტი, ვინ იქნებოდა ნანუკა?

– ვიქნებოდი იურისტი. სისხლის სამართალი

– ახალი ამბებიდან გასართობ შოუში, როგორ და რატომ? ხომ არ აპირებ „ნიუსებში“ დაბრუნებას?

– ხშირად მომდომებია. განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების დროს, მაგრამ აღარ…  მიყვარს ნანუკას შოუ. ვერ შეველევი… ის ეტაპი გავიარე… მგონია რომ ბოლო კადრი, რომელიც საინფორმაციო ჟურნალისტიკაში დატოვე ისეთია, რომ იგივე მდინარეში აღარ უნდა შევცურო. ( ომი იყო ბოლო კადრები

– რა მიგაჩნია ყველაზე დიდ მიღწევად და ყველაზე დიდ იმედგაცრუებად კარიერაში?

– დიდი მიღწევა წინ მაქვს. ჯერ კიდევ ბევრი ნაკლი მაქვს, რომელზეც უნდა ვიმუშაო. გავიზარდო… იმედგაცრუება ასე არ ვიცი, თუმცა შეცდომები ყოფილა. განსაკუთრებით ნიუსში. როდესაც გინდა ოპერატიულობა, ყველას დაასწრო ინფორმაცია და ამ დროს ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გეპარება
– როგორია ნანუკა ეკრანს მიღმა? ნანუკა დედა, ნანუკა მეუღლე…

– ოოო, არ ვიცი 🙂 ალბათ ორივე შემთხვევაში კარგი მეგობარია. ზოგადად ნანუკა რთულია. არაა მასთან მეგობრობა, მისი შვილობა ან ქმრობა მარტივი. ნანუკა მაქსიმალისტია და სამწუხაროდ სხვასაც იმავეს სთხოვს.

– „ნანუკას შოუ“ ერთ ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული გადაცემაა, რა მოგცა მან და რა მიეცი მაყურებელს ამ შოუთი?

– ნანუკას შოუმ მე ხალხის სიყვარული მომცა და ეს არის ის, რასაც ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად ვუფრთხილდები

– ეს გადაცემა კარიერის პიკია თუ აქვს კიდე ნანუკა ჟორჟოლიანს რამე უფრო შორს მიმავალი ამბიციები?

– არა რა პიკი. ახლა ვიწყებ:) ჯერ ყველაფერი წინაა. ჯერ კიდევ არ გამიკეთებია მაქსიმუმი…

– მეგა შოუ „ნიჭიერი“ და მისი ჟიურის წევრობა, რას ნიშნავს შენთვის ეს შოუ?  ნანუკას კიდევ უფრო გაპოპულარულება, თუ მართლა საინტერესოა?

– ნიჭიერი ჩემთვის ისეთივე მშობლიურია როგორც ჩემი, საკუთარი პროექტი. მე ასე ვარ. ან ვარ ბოლომდე ან არ ვარ საერთოდ. შუაშისტები არ მევასებიან. ცხოვრებაში ერთ ერთ ყველაზე მაგარ ეტაპად გავიხსენებ დროს, როდესაც ნიჭიერის ჟიურიში ვიჯექი

– სამომავლო გეგმები?!…

– გეგმები არ მაქვს. ზოგადადაც სამწუხაროდ. ჩემი ცხოვრება სულ ხო როგორია?! რომც მქონდეს გეგმა მაინც აირ დაირევა. ამიტომ მაქვს ინსტიქტი. რაც ხდება ყველაფერზე რეაგირება სწრაფად და ადეკვატურად გავაკეთო. ზოგადად ცხოვრება ასე საინტერესოა. როდესაც არ იცი რა იქნება ხვალ. ერთგვარი ადრენალინია

– რჩევა დამწყებ ჟურნალისტებს და არა მარტო ჟურნალისტებს, მათ ვისაც უნდათ რომ წარმატებულები გახდნენ…

– ბევრი იშრომონ. არ გაუტდეთ ბევრი შრომა. მე ყველაფერი ალიონიდან დავიწყე და დღემდე მადლირი ვარ იმ გათენებული ღამეების. შრომა შემაყვარა იმ სამსახურმა. არაფერი მეთაკილება. იყო დრო, მაშინდელი ვარსკვლავებისთვის კურიერში მიკროფონი დამქონდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რა იყო ჩემი მიზანი. ყველა გზა ნახონ რომ ტელევიზიებამდე, გაზეთებდამდე მივიდნენ და დაივიწყონ სტერეოტიპი, რომ თუ ვინმე არ გყავს ვერაფერს მიაღწევ. ეს ლუზერების მიგონილია. ყველაფერს მიაღწევენ. გააჩნია ეს როგორ უნდათ თავად მათ და რას აკეთებენ ამისთვის….

ტატო მახაშვილი