ნაკლებად მაინტერესებს რას იფიქრებს ვინმე ჩემზე, ასე რომ ფაქტიურად ყოველთვის თავისუფალი ვარ

126

21 წლის ფოტომოდელი, უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრულია და მთლიანად ანგრევს გავრცელებულ სტერეოტიპს, თითქოს მოდელებს საუბარი არ შეუძლიათ, პირიქით საკმაოდ კომუნიკაბელურია და საკმაოდ შინაარსიანად საუბრობს, მონაწილეობდა მის საქართველო 2010 – ში, თანამშრომლობდა რამოდენიმე სააგენტოსთან, ჰქონდა თავისიც, გარდა ამისა არის ფიტნეს ინსტრუქტორი… მოკლედ მოვუსმინოთ ნინი ჯღუთაშვილს რომელიც yellowblog.ge-ის დღევანდელი სტუმარია:

ამჟამად რას საქმიანობ? პოდიუმზე ნაკლებად ჩანხარ

ამჟამად ვცდილობ ქვეყნიდან გასვლას. საქართველოში ნაკლებად ვარ დაინტერესებულისამოდელო სფეროთი. თუ რაიმე ქვეყნის გარეთ გამომივა ხომ კარგი, თუ არა და ვეცდებიუბრალოდ დავივიწყო ეს საქმიანობა და რაც გავაკეთე სასიამოვნო მოგონებად დამრჩეს.

რა არის შენთვის მოდელის პროფესია: უბრალოდ საქმე, ცხოვრების წესი თუ სხვა საქმიანობა ვერც წარმოგიდგენია?

მოდელობა ჩემთვის არის საქმე, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. ვფიქრობ რომ რაცმომცა ღმერთმა უაზროდ არ მოუცია და უნდა გამოვიყენო სანამ ჯერკიდევ ახალგაზრდა ვარ,მერე ინტერიერის დიზაინით ვარ დაინტერესებული და მაგას ვისწავლი და გავყვები საბოლოოდ

როგორია ქართული სამოდელო ბიზნესი შიგნიდან დანახული?

ძალიან ბევრი მარაზმი ხდება, ბევრი კარგიც.ის ფაქტი რომ ქართველო მოდელი გოგონებისუმეტესობას არ უნდა არც ვარჯიში, არც თავის მოვლა და ფოთლების ჭამით ცდილობენ ტანისდაყენებას, ჩემთვის ძალიან მიუღებელია (ყველას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა). ასევეპატარა ქვეყნის სენია, როცა ერთი ქართველი ,,celebrity,, იტყვის ვინმე გოგონაზე ,,ესმაგარიაო,, მთელი საქართველოს ფოტოგრაფ-დიზაინერები მინიმუმ ერთი წელი ჩაიხვევენ დაიმ გოგოზე არიან ორიენტირებული. მოკლედ ბევრი რამ აკლია ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანასდა იმედია ეშველება ყველა სფეროს, მათ შორის სამოდელოსაც.

გარდა კარგი ვიზუალისა რა არის საჭირო რომ მოდელმა წარმატებას მიაღწიოს?

ვიზუალის გარდა ბევრი შრომაა საჭირო და კარგი ნერვები. ზოგადად კარგ ფორმაში რომ იყოამისათვისაა საჭირო ბევრი შრომა, რთულია გამოირჩეოდე ამდენი ლამაზი გოგონასგან დამაინცდამაინც შენ მიაღწიო წარმატებას. ამიტომ ძალიან ბევრი უნდა იბრძოლო

რა მოგწონს და რა არა ზოგადად მოდის სამყაროში?

ბევრი რამ მომწონდა 70-80 იანი წლების მოდის სამყაროში. ახლა ცოტა დამახინჯდა თითქოს ეს სფერო,  მე პირადად ძალიან მიზიდავს ფოტოსესიების თუ პოდიუმზე სიარულის თემა,მაგრამ ამჟამად სწავლის ფულის დაგროვებას ვცდილობ, მათ შორის მოდელობასაც ამ მიზნისთვის ვიყენებ…

ექტრავაგანტული თუ ხარ და თუ თვლი, რომ ეს აუცილებელია ადამიანების ყურადღების მისაპყრობად?

ექსტრავაგანტული არ ვიცი ვარ თუ არა. სხვის აზრს მოვისმენდი სიამოვნებით ამ საკითხთანდაკავშირებით. ვიცი რომ ვარ ძალიან კომუნიკაბელური და მეგობრული. ადვილად შევდივარადამიანებთან ურთიერთობაში და ეს შეიძლება არასწორადაც გაიგონ, მაგრამ ადრე თუ გვიანხვდებიან რომ უბრალოდ მეგობრული ვარ და მეტი არაფერი. სხვა მხრივ საჭირო დროსმიყვარს ფორმაში ყოფნა, მაგრამ როცა არაა საჭირო ვცდილობ თავისუფლად ვიგრძნო თავი.თუმცა ნაკლებად მაინტერესებს რას იფიქრებს ვინმე ჩემზე, ასე რომ ფაქტიურად ყოველთვისთავისუფალი ვარ, ყველანაირ სიტუაციაში

რა გეგმები გაქვს?

უამრავი გეგმა მაქვს ცხოვრებაში. ნამდვილად ჯერ მეც არ დამილაგებია ყველაფერითანმიმდევრობით. მთავარია სწორად მივყვე ყველაფერს და ყველაფერი გამოვა. არასდროსვიხევ უკან. ესაა ჩემი მთავარი გეგმა. როგორც არ უნდა დავიღალო და დეპრესიაში ჩავვარდევიბრძვი.

რას ურჩევდი დამწყებ მოდელებს?

დამწყებ მოდელებს ვურჩევდი, რომ იფიქრონ ქვეყნის გარეთ გასვლაზე. საქართველოში ჩემისუბიექტური აზრია, რომ სარფიანი გათხოვების მეტი არაფერი მოაქვს მოდელობას.

მის საქართველოს მონაწილე იყავი, რა შთაბეჭდილება დაგიტოვა ამ კონკურსმა?

მის საქართველოზე გავედი 2010 წელს. უბრალოდ ყველაზე ცნობილი კონკურსიასაქართველოში და მინდოდა მეც ვყოფილიყავი მონაწილე. სამწუხაროდ ყველაზეჩავარდნილი წელი იყო. დიდი პრობლემები ჰქონდა სააგენტოს პარტნიორების მოძიებისმხრივ და არც თუ ისე კარგი გამოვიდა ყველაფერი, მაგრამ ცუდი მოგონებები არ დამრჩენია.

ტატო მახაშვილი