კირა ნაითლი ფოტოშოფის წინააღმდეგ (+16)

409

მსახიობმა კირა ნაითლმა  Interviewmagazine-ს ფოტოსესიაში მიიღი მონაწილეობა. ამ პროექტით მსახიობი ფოტოშოფის წინააღმდეგ გამოდის.

„ჩემი სხეული არაერთხელ დაუმუშავებიათ ფოტოებში. მაშინაც, როცა ფილმისათვის პოსტერს ამზადებენ და მაშინაც, როცა პაპარაცი მიღებს.

ამ ფოტოსესიაზე დავთანხმდი, თუმცა გარკვეული პირობით, მე ვთქვი – კარგი, გადავიღებ წელზემოთ შიშველი ფოტოებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გაადიდებთ ჩემს მკერდს, არ შეეხებით ჩემს ფიგურას.

მართლა არ აქვს მნიშვნელობა როგორი ფორმის სხეული გვაქვს, ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ და ხმამაღლა ვთქვათ.

ქალის სხეული ნამდვილ „ბრძოლის ველად“ იქცა და ამაში დამნაშავე, ნაწილობრივ, ფოტოგრაფიაც არის. თანდათან,  გარკვეული სტერეოტიპები ჩამოყალიბდა და უფრო და უფრო გვიჭირს, დავინახოთ და მივიღოთ განსხვავება სხეულის ფორმებს შორის.”