კაცი მონიკა ბელუჩის სურათს რომ შეხედავს და მაინც ელტონ ჯონი მოუნდება არ არის მართლა მოსატ..ვი?

479

ტელეწამყვანი, მსახიობი, ბავშვების კუმირი, ხშირად ივენთებისა და სპორტული ღონისძიებების წამყვანი, უბრალოდ მხიარული და ენამახვილი ზაალ წულუკიძე, იგივე – ვინი,yellowblog-ის კითხვებს პასუხობს:

 

–         მოკლედ მოგვიყევი შენი ტელე კარიერის შესახებ…

–         არასდროს მიფიქრია, რომ აიი ტელეწამყვანი უნდა გავხდე მაინცდამაინც და ცნობილი უნდა ვიყო, არაა, უბრალოდ მომწონდა ყოველთვის ტელევიზია, რადიო და 20 წელია ამ მიმართულებაში ვარ. ეკრანზე როგორც წამყვანი, მზის ეთერში ბასტი-ბუბუ შოუს წამყვანის ამპლუაში მოგევლინეთ, უმაგრესი საბავშვო შოუ იყო! შემდეგ იმედზე დილაში, ამინდის და სამზარეულოს რუბრიკები მიმყავდა… მოკლედ ეგ არის , რამოდენიმე კლიპში და ორიოდ ფილმში ვარ გადაღებული კიდო

–         ამჟამად რას საქმიანობ?

–         მე ტელე-ანონსების და პრომოუშენის მართვის მენეჯერი ვარ, უკვე 10 წლიანი გამოცდილებით, იშვიათი პროფესიაა და „მზე“, „იმედი“, „მაესტრო“, „მეცხრე არხი“ შემოვლილი მაქვს ამ მიმართულებით, ამჟამად „ნეო-სტუდიაში“ ვხელმძღვანელობ ანონსების ჯგუფს, რომელიც ამზადებს მაგთისატის 3 კინო არხისთვის კინო-ანონსებს და პრომოებს.

–         რატომ არ ჩანხარ ეკრანზე?

–         7 ნოემბრის მერე როდესაც „იმედი“ ოკუპირებული იყო და თუ მიშისტი არ იყავი ვერ გაიხარებდი, ნელნელა მოხდა ჩემი ჩამოშორება, ჯერ ანონსებიდან მომტეხეს და მერე დილის ეთერიდანაც, აბა გნა აქედანო,  მერე არცერთი არხი არ მღებულობდა და დღესაც დაბრუნებულმა იმედმა ჩემი რამოდენიმე მესიჯის მიუხედავად არაოო, არ ვიცი ალბათ კოაბიტაციაშიც, რომ არ ვარ მაგიტომ, ვერ გეტყვი,

უკვე 4 წელზე მეტია რაც ეთერში აღარ ვარ როგორც წამყვანი, მაგრამ რამოდენიმე დღის წინ აღმაშენებელზე გამაჩერა 13-14 წლის ბიჭმა, რომელიც დედასთან ერთად იყო (ჯერ რო მიცნო უკვე გამეხარდა) და ამ თინეიჯერმა ყმაწვილმა მითხრა, რომ რატომ აღარ ხარ ეთერშიო, როგორ მომწონდა შენგან წამოსული დადებითი მუხტი დილაობითო, ჩოგბურთის კი არა რაგბის ბურთი გამეჭედა ყელში, მაგრამ ვძლიე თავს და ვუთხარი ხუმრობით, რომ სააკშვილებმა დამბლოკეს, ივანიშვილებმა დამხურეს, პატარკაციშვილებმა უკან აღარ მიმიღეს და ეხლა შევარდნაძეებთან ვართქო

–         მოგწონს დღეს რაც ხდება ტელევიზიებში?

–         დღეს რამე ხდება ჩვენს ტელევიზიებში? ძირითადად ნაყიდი პროექტები თუ ამართლებს და ისიც ყველა ვერა მემგონი…

–         კაი მაშინ ასე გკითხავ, რა მოგწონს და რა არა?…

–         რა არ მომწონს? ანტი-ჟურნალისტები, რომ ისევ გრიმიტობენ, მოდელირებული ქრონიკების სასტავები და ალისტრახოები, რომ სამინისტროებში არიან დასაქმებულები და ლექციებს უკითხავენ კიდევ სტუდენტებს, მაგათმა რა უნდა ასწავლონ ახალ თაობას? და ყველა ტელევიზაში რომ არიან გადანაწილებულები, ისინი ვინც რქებით იცავდა სისხლიან რეჟიმს და ყველაზე ბინძური ხერხებით ცდილობდა სხვა პოლიტიკური ძალების დისკრედიტაციას, მათზე საშინელი სიუჟეტების გაკეთებით და ღვარძლის და ლაფის ეთერიდან გადმოსხმით იყო დაკავებული, ახლა ზოგი პროდუსერობს კიდევაც და საინფორმაციოების პოლიტიკასაც კი განაგებს და დანარჩენი ჟურნალისტები პირში წყალ ჩაგუბებულები არიან ჩუმად, რა ქნან, იტყვიან რამეს და უმუშევრად დარჩებიან პრინციპული ჟურნალისტიკა არა თუნგი!!!

–         როგორია ზალიკო ეკრანს გარეთ?

–         ეკრანს გარეთ, რა ვიცი ჩვეულებრივი ალბათ, ზედმეტი უაზრო ამბიციების და პეროების გარეშე, ყოველ შემთხვევაში ვინც მიცნობს იცის, რომ არასდროს ამვარდნია თავში პოპულარობა და არც არასდროს გამომიყენებია ეს ბოროტად, ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ვარ, რომელსაც უყვარს ოჯახი, მეუღლე, სამშობლო, დედა ეკლესია და ცდილობს იყოს ღირსეული წევრი საზოგადოების! ვის მოსწონს, ვის არა!

–         რაზე გწყდება გული კარიერასთან დაკავშირებით?

–         დაწყვეტით არ ვიცი, უბრალოდ როდესაც მოხდა რაღაც მოვლენები და ყველა კარი ერთბაშად დაიხურა, მაშინ ძალიან ბევრი ახლობლის და მეგობრის კარიც დახურული დამხვდა, თითქოს სულ მარტო დავრჩი მაშინ, მაგრამ იყო რამოდენიმე ადამიანი, ვინც ბოლომდე გვერდით მედგა! კარიერას ეშველება რამე, მთავარია ეხლა იმ საქმეს ვაკეთებ რომელიც ვიცი და მიყვარს, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი!

–         რა მიგაჩნია შენ კარიერაში ყველაზე დიდ მიღწევად?

–         მიღწევად? ალბათ ის რომ მართლა დადებითი ვიყავი ეკრანზე და ამას ყოველ დღე ვგრძნობდი, როდესაც ხალხის მხრიდან სითბოს და ლამაზ სიტყვებს ვისმენდი! ეს ყველაზე დიდი მიღწევაა ჩემი აზრით!

–         ყველაზე დიდი სკანდალი რაც ყოფილა შენს ირგვლივ ?!…

–         სკანდალი, რა ვიცი რა გითხრა, უბრალოდ როდესაც რაღაც არ მომწონს ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემს აზრს და ამით ხდება ხოლმე იმ ადამიანების „გადამტერება“ რომელსაც ეს კონკრეტული დაფიქსირება ეხებათ ხოლმე, თორემ ისე ვცდილობ სკანდალების გარეშე ვიყო, მაგრამ არ მომწონს ვამბობ და ვწერ! მომწონს – იმასაც ვამბობ და ვწერ! ეს თუ ვინმეს ფაქიზ და ელიტარულ გულს სტკენს ამ ჩემს რაჭულ ჭაღარას!

–         როგორ ხვდები რთულ სტუაციებს? თუნდაც იგივე სკანდალებს? ყვები ნერვებს და იძაბები თუ სიმშვიდეს ინარჩუნებ?

–         იყო დრომ რომ ვყვებოდი და ბოლომდე ვერთვებოდი და ნერვებსაც ვიშლიდი, ეხლა უფრო დავბრძენდი და ალბათ უფრო მშვიდად გადამაქვს ხოლმე თუ ესეთი რამ ხდება ხოლმე…

რამოდენიმე თემა რომელზეც ხშირად საუბრობს ქართველი ახალგაზრდობა და საკმაოდ აქტუალურად განხილვადია საზოგადოებაში, საკმაოდ რეზონანსული და განხილვადი თემები:

–         რას ფიქრობ ემანსიპირებულ ქალებზე?

–         ქალი არის ქალი, ისევე როგორვ კაცი არის კაცი, (აუჰ ეს რა სიბრძნე დააფრქვიაოო) ყველას აქვს თავისი გასაჭირი და თავისი ლხინი, ყველას აქვს თავისი მიმართულება და გზა, ყველამ იაროს თავის გზაზე, უბრალოდ ზოგადად დიდ გზაზე, როდესაც გამოდიხარ ეცადე სხვას არ დაეჯახო და გზა არ მოუჭრა, (ეს მეორე სიბრძნე)….

–         რა და მოკიდებულება გაქვს ლგბტ საზოგადოების მიმართ?

–         იცი რა, ძალით არის ეს თემა ზუსტადაც, რომ ვითომ მაგათი უფლებების დამცველებისგან აგორებული, რომ ბევრი და სქელი გრანტები მოიზიდონ,  კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე იყვნენ, ხოდა იყვნენ რა თავისთვის ვახ! მე ხომ არ გამოვდივარ და ხომ არ ვყვირივარ რომ მე ოჯახის სიწმინდის და ქალი და მამაკაცის ურთიერთობის მკაცრი დამცველი ვარ, ნუ მაიძულებენ გამოვიდე და ვიყვირო! ნუ აქიცინებ იმას რისი ქიცინის ქიცინიც არ გაქვს!  აბა ეხლა ნახე შენ რა, კაცი მონიკა ბელუჩის სურათს რომ შეხედავს და მაინც ელტონ ჯონი მოუნდება არ არის მართლა მოსატ..ვი?

–         რას ფიქრობ რელიგიაზე?

–         მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მონათლული და ჩემს რწმენას გულით ვატარებ! რელიგიაში გონება ნაკლებად უნდა ჩართო, მაშინ ვერასდროს ვერ მიხვდები ბოლომდე რა არის სიყვარული!

–         დიდი მადლობა, წარმატებები…

–         მადლობა თქვენ

 

ტატო მახაშვილი