გვანცა მაჭარაშვილი – ახალი სახე ქართულ სამოდელო ბიზნესში

422

მოდის სფეროში ახალ – ახალი სახეები სულ უფრო ხშირად ჩნდებიან, რაც მისასალმებელია. დღეს დამწყებ და ნიჭიერ გვანცა მაჭარაშვილს გაგაცნობთ, რომელიც ხელნაკეთ აქსესუარებსა და სამოსს ქმნის.

დოსიე:

სახელი: გვანცა

გვარი: მაჭარაშვილი

დაბ. თარიღი: 10/03/1996

განათლება : სამხატვრო აკადემიის სტუდენტი

 

გვიამბე შენს შესახებ:

 

ვარ 18 წლის, ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში,მოდის ფაკულტეტზე. მიყვარს წიგნების კითხვა, და ხატვა.

 

რამდენი ხანია რაც ხელნაკეთი აქსესუარებისა და სამოსის შექმნა დაიწყე?

 

ხელნაკეთი აქსესუარებისა და ტანსაცმლის შექმნა დავიწყე წელს,ზაფხულში.  ამას სერიოზული სახე არ ჰქონდა, ვაკეთებდი ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის, მაგრამ სექტემბერში  უკვე შეკვეთები მქონდა და შესაბამისად მუშაობასაც სერიოზულად შევუდექი.

 

რა მასალას იყენებ მათ დასამზადებლად?

 

ჯერჯერობით მხოლოდ ტყავს, თუმცა  ვაპირებ სხვადასხვა მატერიის დამატებას და  გამრავალფეროვანებას.

 

მომხმარებელს თუ აქვს შესაძლებლობა რომელიმე მაღაზიაში შეიძინოს შენი პროდუქცია? რა ფორმით ხდება შეძენა?

 

სამწუხაროდ, მაღაზია დღესდღეობით არ მაქვს, ამის გამო  კლიენტები მიკავშირდებიან facebook -ის  ან ინსტაგრამის საშუალებით.

 

რომელია შენი საყვარელი ბრენდი?

 

ჩემი საყვარელი ბრენდებია: Chanel, Mary katrantzou და alexander wang.

 

ვინ არის შენთვის გამორჩეული დიზაინერი და რითი გამოარჩევ მას ?

 

ჩემთვის გამორჩეული ქართველი დიზაინერი – დათუნა სულიკაშვილია. მის ნამუშევრებში მომწონს ფერების ჰარმონიული შეხამება, რაც მთავარია ყოველთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელია.

 

დაახლოებით რა ფასებში მერყეობს შენი პროდუქცია? რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის?

 

მიუხედავად იმისა , რომ ტყავზე მუშაობა  და ხელით ორნამენტების ამოჭრა საკმაოდ შრომატევადია, ფასები ხელმისაწვდომი და მისაღებია ნებისმიერი მომხმარებლისათვის.

აქსესუარები- 20 ლარი ღირს, ხოლო ტყავის ტოპები, კაბები და გრძელი ჟილეტების ფასი 50-დან 200 ლარამდეა.

 

რა გეგმები გაქვს უახლოესი მომავლისათვის:

 

მომავალში მაღაზიის გახსნას და გამოფენის გაკეთებას ვგეგმავ. ასევე დიდი სურვილი მაქვს გავაკეთო ინტერნეტ მაღაზიაც, რომლის საშუალებითაც გამარტივდება სასურველი ნივთის შეძენა და კომუნიკაცია მომხმარებელთან.  ინტერნეტ მაღაზია მომცემს შესაძლებლობას მუდმივად მივაწოდო სიახლეები მომხმარებელს.

თეო ჩომახიძე