გემუქრებათ თუ არა გასუქება? – ტესტი სპეციალურად გოგონებისთვის

387

1. თანამშრომელი, როგორც ყოველთვის, ჩაისა და ტორტის ნაჭერს გთავაზობს. შეგიძლია უარის თქმა ამ შეთავაზებაზე?
არა – 2
დიახ – 1
არ ვიცი – 0

2. შეიძლება, რომ ერთი თვე გეგდოს სამსახურის მაგიდის უჯრაში კანფეტებით სავსე ყუთი?
არა – 2
დიახ – 1
არასოდეს – 0

3. გაქანებული თათბირის დროს გეფიქრება თუ არა საყვარელ საჭმელზე?
არა – 1
დიახ – 2
არასოდეს – 0

4. ლამაზი სხეულის გამო შეგიძლია ყოველდღე სამსახურამდე ნახევარი გზა ფეხით გაიარო?
არა – 2
დიახ – 1
შესაძლოა – 0

5. რეგულარულად კითხულობ პროდუქტების ეტიკეტებზე მის შემადგენლობას?
არა – 1
დიახ – 2
არასოდეს – 0

5 ქულაზე ნაკლები: 
მოკრძალებული და ცოტა მორცხვი ადამიანი ხარ. გიჭირს კოლექტივის გავლენის გადალახვა და ოჯახში კვების მიღებული კანონების დარღვევა. თუ შენ გარშემო ბევრს ჭამენ და უპირატესობას კალორიულ საკვებს ანიჭებენ, შენც იგივეს აკეთებ. დაფიქრდი, იქნებ სჯობს, გარშემო ისეთი ადამიანებიც შემოიკრიბო, რომლებიც აქტიური ცხოვრების წესს ეწევიან და რომლებსაც მარტივად აჰყვები, როცა ისინი ფეხით სასეირნოდ ან აუზზე საცურაოდ დაგპატიჟებენ.

5-7 ქულა:
იცი, როგორ მოუარო თავს და წარმატებულადაც აკეთებ ამას. თუმცა შენც გაქვს ჩავარდნები ან მოდუნების მომენტები. ყველაზე საშიში პერიოდი გასუქებისთვის – შემოდგომა-ზამთარია. ასე რომ, ყურადღებით იყავი!

8-10 ქულა: 
ან ძალიან მაგარი სხეული გარგუნა ბუნებამ, ან საერთოდ არ გაინტერესებს საკუთარი გარეგნობა. მაგრამ გაითვალისწინე, რომ მოუწესრიგებელი კვება და ცხოვრების მჯდომარე წესი არა მხოლოდ შენს ფიგურას ვნებს, არამედ ჯანმრთელობასაც. იფიქრე იმაზე, რა იქნება 10-15 წლის შემდეგ და შეეცადე, ნელ-ნელა მიეჩვიო ჯანმრთელი ცხოვრების წესს.

წყარო