ბიჭი რომელიც ასანთის ღერებით ხატავს

175

სახელი : ბექა მხეიძე
ასაკი : 22 წლის
პროფესია : იურისტი
ჰობი : პანოს ხელოვნება
წელიწადნახევარია ასანთის ღერებით საკუთარ სამყაროს ქმნის. ამბობს რომ ეს მისთვისჰობია და სურათებს მაშინ აკეთებს, როცა თავისუფალი დრო და შესაბამისი განწყობა აქვს.მისი ნიჭის შესახებ ჯერ მხოლოდ ახლო მეგობრებმა იციან, ნამუშევრებსაც ძირითადადმათთვის ან ოჯახისთვის ქმნის. გაყიდვაზე ჯერ არ უფიქრია-ენანება.

 

__ საიდან გაიგე ხელოვნების ამ დარგის შესახებ?

_ ინტერნეტში ვნახე სურათი, მერე ვიფიქრე სხვებსაც დავათვალიერებ-მეთქი და შემთხვევითვიდეოც ვიპოვე, სადაც ახსნილი იყო როგორ უნდა გამეკეთებინა. მერე ვცადე გაკეთება დარომ გამომივიდა მას შემდეგ ვაკეთებ და ვაკეთებ.

 

__ შენ გარდა საქართველოში იცნობ ვინმეს ვინც მსგავს ნამუშევრებს ქმნის?

_ საქართველოში არ ვიცი, მაგრამ უკრაინაში და რუსეთში აკეთებენ. ინტერნეტში ვეძებდი,მაინტერესებდა ჩვენთან თუ აკეთებდა ვინმე. ჯერ ვერავინ ვნახე. ძირითადად ეკლესიებს დასახლებს აკეთებენ, ასეთი სურათები არ მინახავს.

 

__ დიდი დრო დაგჭირდა სასწავლებლად?

_ თუ მოინდომებ, ძალიან ძნელი არ არის, თუმცა თავიდან საწვალებელია. ინტერნეტში უნდა ნახო იმ სურათის სქემა რისი გაკეთებაც გინდა. ხანდახან მე თვითონ ვაკეთებ სქემებსსპეციალური პროგრამით. თავიდან ცოტა ნერვები მეშლებოდა სანამ ვისწავლიდი. ერთხელდიდი დაფა მქონდა გაკეთებული დიდი ასანთის ღერებით. აინშტაინს ვაკეთებდი. შემთხვევითამეკრა ასანთის კოლოფზე და მთლიანად დამეწვა.

__ სურათებს მექანიკურად არჩევ თუ თავიანთი დატვირთვა აქვთ?
_ ჰო, ძირითადად იმათ სურათებს ვაკეთებ ვინც მომწონს. ჯეკ ბეღურა, ალბერტ აინშტაინი, მაიკლ ჯექსონი, კვენტინ ტარანტინო… ზოგიერთი მხოლოდ იმიტომ გავაკეთე რომ ლამაზია.

 

__ დიდი დროს უთმობ ნამუშევრების კეთებას?
_ წელიწადნახევარია რაც ამაი კეთება დავიწყე და საკმაოდ დიდი დროსჭირდება, განსაკუთრებით დიდ სურათებს. დაახლოებით 1400 ასანთის ღერი. ისე, ხასიათსგააჩნია. თუ ვიწყებ კეთებას მთლიანად ვერთვები პროცესში და არაფერზე აღარვფიქრობ.ვერთობი და მსიამოვნებს კიდეც.

__ გამოფენის მოწყობა არ გიცდია?
_ არა,არ მიცდია,ჯერ არ მაქვს იმდენი ნამუშევარი,რომ  გამოფენა გავაკეთო. ჩემი მეგობარი აპირებს გამოფენის მოწყობას და შემომთავაზა შენც გამოიტანე შენი სურათებიო და ვნახოთ…

 

__  არ გიფიქრია,რომ შენი ჰობი შემოსავლის წყაროდ გექცია?
_ არა, არ მიფიქრია.იმდენი დრო და იმდენი წვალება სჭირდება, მენანება გასაყიდად. ჩემთვისვერთობი უბრალოდ. ჩემი ჰობია. თუმცა ვნახოთ, შეიძლება ვიფიქრო რეალიზებაზეც.

 

  __ არის ადგილი სადაც მსურველები შეძლებენ დაეუფლონ ხელოვნების ამ დარგს? ან თავადარ გაგჩენია სურვილი, რომ ვინმეს ასწავლო?

_ არა,არ მაქვს ეგ სურვილი. ისე, არ ვიცი შეიძლება ისწავლება კიდეც,მე არ გამიგია. ვინმეს თუ მოუნდება სწავლა ”YOUTUBE”-ზე  დევს ვიდეოები და შეუძლია იქ ნახოს.ასევე რუსულ google-ში მოძებნოს. ცოტა ძნელია, მაგრამმთავარია მონდომება.

თამთა ყიფიანი