ავტოსტოპით გზაზე

129

„არ დახარჯო ფული სხვაზე,ავტოსტოპით წადი გზაზე“. უკვე სამი წელია 21 წლის მირანდუხტ დავითულიანი ამ პრინციპით ცხოვრობს და ერთ-ერთ გამოცდილ ავტოსტოპერად ითვლება. ის თავის გამოცდილებას yellowblog.ge-ს  უზიარებს

პირველად როდის წახვედი ავტოსტოპით და  რატომ გაგიჩნდა სურვილი მგზავრობის ეს ხერხი გეცადა?

 პირველად სამი წლის წინ წავედი.მე და ჩემს მეგობარს რაჭაში გვინდოდა წასვლა,მაგრამ სამგზავრო ფული არ გვქონდა. გადავწყვიტეთ ავტოსოპით წასვლა გვეცადა და პირველივე ცდა წრმატებული აღმოჩნდა. მას შემდეგ მუდმივად ასე ვმგზავრობ.

არ გქონდა იმის შიში,რომ არავინ გაგიჩერებდა, ან თუნდაც იმის,რომ სრულიად უცხო ადამიანს უნდა ჩაჯდომოდი მანქანაში?

არა, არ მქონია შიში,რომ რამე დამემართებოდა.სხვა შემთხვევაში არც გადავდგამდი ამ ნაბიჯს. თუ ოდნავ მაინც გაქვს შიშის ფაქტორი გზაზე არც უნდა დადგე,არ გამოგივა.

რა რეაქცია აქვთ ქართველ მძღოლებს თქვენს დანახვაზე?უცხოა მათთვის ავტოსტოპი?

უმრავლესობისთვის უცხოა.მაგრამ მაინც დადებითად აფასებენ.კარგია ასეთი აქტიური ახალგაზრდები რომ ხართო.ზოგს უხარია,რომ გვხედავს.განსაკუთრებით მათ ვინც მარტო ზის მანქანაში.(თქვენ გაიხარეთ დამლაპარკებელ მაინც გვეყოლება გზაშიო).ყველას, რა თქმა უნდა, არ მოსწონს.გვეკითხებიან არ გეშინიათ მანიაკი რომ აღმოვჩნდე და რამე დაგიშავოთო? ჩვენ ვპასუხობთ,რომ გვჯერა კეთილი ადამიანების არსებობის. არიან ისეთებიც , რომლებიც მაშინვე „სხვა თვალით“ გიყურებენ, ამიტომ ისიც უნდა იცოდე ვინ გააჩერო და ვინ არა. თუმცა უმეტესად კარგი მძღოლები გვხვდებიან.

თუ ყოფილა შემთხვევა,რომ არავინ გაგიჩერათ და ვერ მიხვედით დანიშნულების ადგილას?

არასდროს შემქმნია პრობლემა მანქანის გაჩერებაზე.მითუმეტეს,თუ მარტო გოგონები ვართ. ეს უპირატესობაა.გოგოს რომ ხედავენ გზაზე ზოგს ვეცოდებით, ახალგაზრდა მძღოლებს, ალბათ, ვხიბლავთ კიდეც, თუმცა არ მახსენდება ვინმეს რამე ზედმეტი ეთქვას.ისე, არც მაშინ შემქმნია პრობლემა მანქანის გაჩერებაზე,როცა ბიჭებთან ერთად ვარ.

როგორი უნდა იყოს კარგი ავტოსტოპერი?

პირველ რიგში არ უნდა გქონდეს შიში. არ უნდა ფიქრობდე,რომ არავინ გაგიჩერებს და არც მანქანის გაჩერება უნდა გეპრობლემებოდეს. მეორე, ფერადი უნდა იყო ვიზუალურად.ეს ხალხს დადებით განწყობას უქმნის. კონტაქტური და მხიარული უნდა იყო. ჩაცმულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ გინდა,რომ ცუდად არ შემოგხედონ გამომწვევად არ უნდა გეცვას. უფრო ჰიპური უნდა იყო.წერანაც აღვნიშნე, არიან ადამიანები , რომლებიც ავტოსტოპზე მდგარ გოგოს „სხვანაირად“  უყურებენ, მითუმეტეს თუ გამომწვევად აცვია. ჩემი რჩევა იქნება,რომ ჩაიცვათ ისე, თითქოს ტურისტები ხართ.

საინტერესო ისტორია,რომელიც ავტოსტოპით მგზავრობისას გადაგხდა.

ძალიან ბევრი კარგი ისტორია მახსენდება,ხალხი ძალიან თბილად გვხვდებდა და გვმასპინძლობს.განსაკუთრებით სვანების სტუმარტმოყვარეობით ვარ მოხიბლული.სამი დღით წავედით სვანეთში ისე გავატარე სამი დღე ფული არაფერზე დამხარჯვია. სამწუხაროდ, ახლა უფრო ცუდი შემთხვევა მახსენდება.ერთ დღეს,შოვში მივდიოდი ავტოსტოპით ,ჩემს ტყუპისცალთან და ბიძაშვილთან ერთად.გაგვიჩერა მანქანამ,რომელშიც იჯდა მამაო ,უფრო სწორად შემოსილი იყო ისე,როგორც მამაო. (მერე გაირკვა,რომ ის კაცი სულაც არ იყო მამაო და უბრალოდ ანაფორა ეცვა).წავყევით ჩვეულებრივად. გზაში რაღაც მცენარე გვაჭამა,რომელსაც ბელადონა ერქვა. გვითხრა,რომ პატრიარქის მიერ  ნაკურთხი და სამკურნალო იყო. მამაო გვეგონა და არ გვიფიქრია,რომ რამე ცუდს გვაჭმევდა. ჯერ თავად ჭამა და ჩვენც უპრობლემოდ შევჭამეთ,თანაც საკმაოდ ბევრი.სამწუხაროდ,  მცენარე ჰალუცინოგენი აღმოჩნდა, მოვიწამლეთ და ძლიერი ჰალუცინაციებიც გვქონდა.სამი დღე უგონოდ ვიწექით რეანიმაციაში და სიკვდილს ვებრძოდით.საბედნიეროდ,ყველაფერი კარგად დამთავრდა და გადავრჩით..მიუხედავად ამისა ავტოსტოპით სიარული არ შემიწყვეტია,პირიქით, უფრო ინტენსიურად დავდივარ.ეს შემთხვევა ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის და მას მერე შეცდომა აღარ დამიშვია.

ვიცი რომ “facebook”-ზე გვერდი გაქვს,რომელსაც „ავტოსტოპერები“ ჰქვია, რატომ გაგიჩნდა ამ გვერდი შექმნის იდეა და გაამართლა თუ არა მან  შენი მოლოდინები?

ეს გვერდი შევქმენი დაახლოებით სამი თვის წინ.მე ვიცნობდი რამდენიმე ავტოსტოპერს, თუმცა მინდოდა სხვებიც გამეცნო და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილება. მინდოდა ყველას გაგვეცნოერთმანეთი და ერთად დაგვეგეგმა ლაშქრობები. იდეამ გაამართლა.ამ დროისთვის გვერდს დაახლოებით 2900 „like” აქვს.ავტოსტოპერებმა ვიპოვეთ ერთმანეთი და უკვე ლაშქრობებიც მოვაწყვეთ ერთად.ბევრი ისეთი ადამიანი გამომეხმაურა,რომელიც ადრე არ დადიოდა ავტოსტოპით, ამ გვერდის ნახვის შემდეგ კი დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს წაგვეყვანა. მეც სიამოვნებით მიმყავს.

რა არის შენთვის ავტოსტოპი და რას ურჩევ მათ ვისაც ეს ჯერ არ გამოუცდია?

ჩემთვის ავტოსტოპი ცხოვრების წესია. უფასოდ გადაადგილდები ნებისმიერ ადგილას, არის უფრო სწრაფი, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თვგადასავლებით სავსე.საქართველოს ყველა კუთხეში ვარ ნამყოფი.თითქმის მთელი ზაფხული ლაშქრობაში გავატარე. თუ გინდათ,რომ საინტერესო ცხოვრება გქონდეთ, არ შეგეშინდეთ,იარეთ ავტოსტოპით. დამიჯერეთ, ეს ძალიან სახალისო და საინტერესოა.

თამთა ყიფიანი