7 ნიშანი იმისა, რომ სწორად შეარჩიეთ პროფესია

357

როცა ისეთ საქმეს აკეთებ, რისი კეთებაც არ მოგწონს, წარმატების მიღწევის შანსიც ცოტაა. არადა ძალიან რთულია მიხვდე, რა გინდა. სანამ პროფესიულ გზაზე შენს თავს იპოვნი, ბევრი რამის მოსინჯვა გიწევს. გადაამოწმეთ თქვენი საქმე უკვე იპოვნეთ, თუ ჯერ კიდევ არა.

 

  1. თქვენ ამ საქმის კეთება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მიუხედავად გარემოებებისა.
  2. პროცესში ძალიან მყისიერად ერთვებით და საქმის კეთებისას დროს ვერ გრძნობთ. საყვარელ საქმეზე ფოკუსირება მედიტაციას ჰგავს. ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, ამ დროს მნიშვნელობას კარგავს.
  3. განვითარების აუცილებლობას გრძნობთ. ამბიციებიც გაქვთ ამ სფეროში. ზრდა გსურთ და ახალი სტატუსები. სიამოვნებით იღებთ დისკუსიებში მონაწილეობას ამ სფეროსთან დაკავშირებით.
  4. მოგწონთ გამოცდილების გაზიარება. არ გეშინიათ, რომ თქვენგან მიღებული ცოდნით ვიღაც თქვენზე უკეთესი გახდება.
  5. ღია ხართ სიახლეებისთვის. გამოწვევები ამ სფეროში, თქვენთვის ახალი გამოცდილებაა, რომელთან შესახვედრადაც სიხარულით მიდიხართ. საქმის დასრულებისას სასიამოვნოდ დაღლილი და კმაყოფილი ხართ.
  6. ანაზღაურება გადამწყვეტი არ არის, თუმცა ამ სფეროში ფულის შოვნის ამბიციებიც სახეზეა. შემოსავლის ძირითადი ნაწილი მზად ხართ ისევ საქმეშივე ჩააბრუნოთ (ან საკუთარ პროფესიონალურ განვითარებაზე დახარჯოთ), რომ უკეთესად განვითარდეთ და გარკვეული დროის შემდეგ უკეთესი მოგება ნახოთ.
  7. რაღაც ბედნიერი შემთხვევების წყალობით ყველაფერი ისე ლაგდება, როგორც თქვენ გსურთ. გადამწყვეტ მომენტში საჭირო ადამიანები და იდეები არსაიდან ჩნდებიან. თითქოს სამყარო ხელს გიწყობთ და ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, მზად ხართ ამ საქმეზე უარი არ თქვათ.

თუკი თქვენ ისევ ძიების პროცესში ხართ, გახსოვდეთ:

მიზნის მისაღწევად სულაც არ არის საჭირო ერთი უზარმაზარი და ექსტრავაგანტული  ნაბიჯის გადადგმა, პატარ-პატარა და ბევრი, სრულიად ჩვეულებრივი ნაბიჯებითაც შეიძლება სიარული. ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებთ, ან გიკეთებიათ, აუცილებლად გამოგადგებათ. ,,წერტილებს ვერ შეაერთებ წარსულში ყურებით, წერტილები მომავალში ერთდებიან“ – სტივ ჯობსი

ჩვენ საყვარელი საქმის პოვნას გისურვებთ და კიდევ იმას, რომ ამ საქმეში კარგად გიხდიდნენ!

წყარო