პარფიუმერული ბრენდები, რომლებსაც ქართველი ბიზნესმენები ყველაზე ხშირად იყენებენ

288

ავტომობილების შემდგომ “კომერსანტმა” გადაწყვიტა გაეგო, რომელი ბრენდის სუნამოს და კოსმეტიკურ საშუალებას ანიჭებენ უპირატესობას ქართველი ბიზნესმენი ქალბატონებისა და მამაკაცების საყვარელი სუნამოები და კოსმეტიკური საშუალებები გაიგო. აღმოჩნდა, რომ ქალბატონების უმეტესობისთვის წამყვანი ადგილი CHANEL-ს უკავია. რაც შეეხება მამაკაც ბიზნესმენებს, მათი არჩევანი სხვადასხვა სუნამოზე შეჩერდა.

ბიზნესმენებთან საუბრის დროს ისეთი ცნობილი ბრენდების სახელწოდებებმა გაიჟღერა როგორიც MOSCHINO, Balenciaga, HUGO BOSS, Dior და HERMES-ია. აღმოჩნდა რომ მათთვის სუნამოს არჩევის დროს ხარისხი და სურნელი უმნიშვნელოვანესია.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, კოსმეტიკური საშუალებებიდან CHANEL-ს ანიჭებს უპირატესობას და თვლის, რომ ის საკმაოდ სოლიდური ბრენდია.

„სოლიდურობისა და ხარისხის გამო რა თქმა უნდა, CHANEL-ი , სუნამოებიდან კი MOSCHINO მომწონს.” – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ ამჟამად კოსმეტიკური საშუალებებიდან უპირატესობას კორეულ ბრენდს ანიჭებს, ხოლო მისი საყვარელი სუნამო ESCENTRIC MOLECULES-აა.

„ამჟამად უპირატესობას კორეულ კოსმეტიკას ვანიჭებ, თუმცა წლების განმავლობაში Shiseido-ს მომხმარებელი ვიყავი. რაც შეეხება სუნამოს ძალიან მომწონს ESCENTRIC MOLECULES 02-ს.” – აღნიშნა ზამბახიძემ.

“შუხმან ვაინს ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი სუნამოებიდან Balenciaga-ს და HERMES-ს ირჩევს.

„მაკიაჟის ხაზით კოსმეტიკური საშუალებებიდან GUERLAIN-ს ვანიჭებ უპირატესობას. ხოლო სუნამოებიდან Balenciaga-ს და HERMES-ს.” განუმარტა „კომერსანტს” აბრამიშვილმა.

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა როგორც პარფიუმერული, ისე სუნამოს ხაზით მსოფლიო ბრენდ CHANEL-ს ანიჭებს უპირატესობას.
„რაც შეეხება კოსმეტიკურ საშუალებებს, ამ შემთხვევაშიც CHANEL-ის მუდმივი მომხმარებელი ვარ. სუნამოსა და კოსმეტიკას შორის ორივე შემთხვევაში მას ვირჩევ.” – განაცხდა ღაჭავამ.

როგორც „კომერსანტთან” საუბრისას მამაკაცი ბიზნესმენები აცხადებენ, მათ შემთვევაში სუნამოს არჩევა მხოლოდ მისაღები სურნელიდან გამომდინარე ხდება.

PSP-ს დამფუძნებელმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ბევრი გამორჩეული სუნამო აქვს, თუმცა ამჟამად განსაკუთრებულ უპირატესობას Balenciaga ანიჭებს.

„საყვარელი სუნამოებია: TOM FORD, Dior, Bleu De Chanel, Hermes და Balenciaga რომელიც ამჟამად მაქვს. ჩემი არჩევანი ყოველთვის სურნელიდან გამომდინარეა.” – აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის არჩევანი HUGO BOSS-ია. „სხვადასხვა ბრენდის მომხმარებელი ვარ, თუმცა განსაკუთრებულ უპირატესობას HUGO BOSS-ს ვანიჭებ. მისი სურნელი ჩემთვის მისაღებია და უკვე მივეჩვიე.” – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

 

წყარო: commersant.ge