ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრი – მიეცით უფლება ადამიანებს დალიონ და მწიონ რამდენიც უნდათ

232

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება დალიონ, მოწიონდა ჭამონ იმდენი ხორცი, რამდენიც სურთ.

სილვი ლისტხეუგის ინტერვიუ ნორვეგიულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობის საქმე არაა ადამიანებს უთხრას, რა არის ჯანსაღი და რა არა.

„არ ვაპირებ მორალი ვუკითხო მოქალაქეებს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვტონ, როგორ მოიქცენ.

სილვი ლისტხეუგმა ასევე დადებითად დაახასიათა თამბაქოს მომხმარებლები. ნორვეგიელი მინისტრი საკუთარ თავს „სოციალურ მწეველს“ უწოდებს.

ლისტხეუგი მემარჯვენე „პროგრესული პარტიის“ წევრია. ის მანამდე იუსტიციის მინისტრად მუშაობდა, მაგრამ 2018 წლის მარტში თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად მის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტი სახელდება. იუსტიციის მინისტრმა თავის გვერდზე ტერორისტების ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ოპოზიცია „ტერორისტების უფლებებს“ ეროვნულ უსაფრთხოებაზე მაღლა აყენებს.

 

წყარო