დედამიწას სახიფათო ასტეროიდი უახლოვდება

158

ოთხშაბათს, 19 აპრილს დედამიწასთან ჩაიქროლებს სახიფათო ასტეროიდი 2014 JO25. ის ჩვენს პლანეტას უკანასკნელი 400 წლის განმავლობაში რეკორდულ სიახლოვეზე ჩაუვლის. ამის შესახებ ინტერნეტ-ობსერვატორია Slooh-ზი იუწყება. სხვადასხვა შეფასებით, ასტეროიდის დიამეტრი 640 მეტრიდან 1,5 კილომეტრამდეა. ის მზესა და დედამიწას შორის ჩაივლის.

დედამიწასთან მოახლოებისას მისი დანახვა სამოყვარულო ტელესკოპითაც იქნება შესაძლებელი.

 

წყარო