ადამიანები სპონტანურ გადაწყვეტილებებს 25 წლამდე იღებენ

175

პორტუგალიელი მეცნიერების მტკიცებით, ადამიანები სპონტანურ და წინასწარდაუგეგმავ გადაწყვეტილებებს ყველაზე ხშირად 25 წლის ასაკამდე იღებენ. ამ საკითხის შესახებ მეცნიერული ნაშრომი გამოცემა PLOS Computational Biology-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერები ამ მოსაზრებამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც 3400 ადამიანს დააკვირდნენ, რომელთა ასაკი 4-იდან 91 წლამდე იყო. დაკვირვების მთავარ საგანს წარმოადგენდა ის, თუ რამდენად ხშირად და რა ასაკში იღებდნენ ადამიანები სპონტანურ გადაწყვეტილებებს.

კვლევის მონაწილეებს უნდა ამოეხსნათ ონლაინდავალებების სერია, რომლის მიხედვითაც შეფასდებოდა მათ მიერ მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილებების უნარი.

კვლევამ დაადგინა, რომ სქესზე, ენასა და განათლებაზე მეტად, კვლევაში მონაწილეთათვის გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვან როლს ასაკი ასრულებს. შედეგად კი 25 წელი არის ის მაქსიმალური ასაკი, როდესაც ადამიანი სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებს. ასაკის მატებასთან ერთად კი ადამიანის სპონტანურობის უნარის შესაძლებლობები მცირდება.