არქეოლოგებმა უძველეს კავკასიურ სამარხში დიდი ოდენობით მარიხუანა აღმოაჩინეს

260

არქეოლოგებმა სულ ახლახან აღმოაჩინეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული და საკმაოდ დიდი ოდენობის უძველესი მცენარე, რაც კი ოდესმე უპოვიათ. ბალახი 35 წლის მამაკაცის სამარხში აღმოჩნდა, რომელიც დაახლოებით 2 500 წლის წინ დაიღუპა.

მამაკაცი კავკასოიდურ რასას მიეკუთვნება და დამარხული იყო ხის საწოლზე მწოლიარე, თავქვეშ კი ლერწმებისგან გაკეთებული ბალიში ედო. მას მკერდზე 91 სმ სიგრძის მარიხუანას ღერების მთელი წყება ედო, რაც ბალახის ერთგვარ სუდარას ქმნიდა.

„ეს უნიკალური აღმოჩენა მრავალ ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის პრეისტორიულ ცენტრალურ ევრაზიაში კანაფის რიტუალურ გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, ამ რეგიონში, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე პირველ ათასწლეულში, მარიხუანას სარიტუალო ან სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდნენ“, — წერს არქეოლოგთა ჯგუფი.

ჯგუფის განცხადებით, რომელსაც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჰონგენ იანგი ხელმძღვანელობდა, ეს სამარხი ერთ-ერთი იყო იმ 240 სამარხს შორის, რომლებსაც მათ ქალაქ ტურფანის სიახლოვეს მიაკვლიეს, ჩრდილოეთ ჩინეთში, მონღოლეთის საზღვართან.

რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდით ირკვევა, რომ მამაკაცი დაახლოებით 2400-2800 წლის წინ ცხოვრობდა.

04_pot_burial_ngsversion_1475604004297_adapt_119

სავარაუდოდ, იგი გუშის სამეფოს მკვიდრი იყო; ეს კულტურა 3000-2000 წლის წინ ყვაოდა აბრეშუმის სავაჭრო გზის მთავარ ნაწილს მიეკუთვნებოდა.

არქეოლოგებს მარიხუანა ამ რეგიონის სამარხებში ადრეც აქვთ აღმოჩენილი, მათ შორის 1 კგ თესლისა თუ ფხვნილის ფორმით, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამარხში მთლიან მცენარეებს მიაგნეს.

გაყვავებული 13 მცენარიდან აღებული ნიმუშების მიხედვით, ჯგუფი ვარაუდობს, რომ ეს მარიხუანა ადგილობრივია, იქვე იზრდებოდა, რადგან დამარხვის მომენტში ის ცოცხალი, ახალი მოწყვეტილი უნდა ყოფილიყო.

ამჟამად, არქეოლოგები ცდილობენ გაარკვიონ თუ რატომ იყო მარიხუანა ასე გავრცელებული და მნიშვნელოვანი ტურფანის რეგიონის მაცხოვრებელთათვის.

არსებობს ორი ჰიპოთეზა. პირველი: მცენარე გამოიყენებოდა ქსოვილის მისაღებად; მეორე: ადგილობრივები მას განწყობის შექმნის მიზნით ეწეოდნენ, ამავე დროს ის შესაძლებელია დაკავშირებული იყო გარკვეულ სპირიტუალურ რიტუალებთან ან გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო საშუალება.

იქიდან გამომდინარე, რომ მიმდებარე რეგიონის სამარხებში კანაფისგან დამზადებული ბოჭკო აღმოჩენილი არაა, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მოსაწევად ან ჩაის სახით იყენებდა, სავარაუდოდ სამედიცინო ან რიტუალური მიზნებისთვის.

ჯგუფის ნაშრომი Economic Botany-ში გამოქვეყნდა.

წყარო