13 რამ, რასაც წარმატებული ადამიანებისგან ვერასოდეს მოისმენთ

361
man with arms outstretched

2500 წლის წინ, ფილოსოფოსი ლაო-ცზი ამობობდა, რომ ჩვენი სიტყვები გადადის მოქმედებაში, რაც საბოოდ ჩვენი ბედია. ჩვ. წ. აღ-მდე 1 საუკუნეში ბერძენი ისტორიკოსი და ესეისტი პლუტარქე ამბობდა, რომ მოსაუბრის გონება და გული ხელმისაწვდომია მისი სიტყვებიდან

გამომდინარე. ნაპოლეონ ჰილი, თანამედროვე ლიტერატურის მამა, საკუთარი წარმატების შესახებ ამბობს, რომ სიტყვები წარმატების ან წარიუმატებლობის თესლია ცნობიერებაში.

მთელი სამყაროს ბრძენი ადამიანები ამტკიცებენ, რომ სიტყვები არის კაცობრიობის მიერ გამოყენებადი ყველაზე ძლიერი იარაღი. ისინი დაკვირვებით უნდა იქნეს შერჩეული და დიდი სიფრთხილით წარმოთქმული. ის, რასაც ჩვენ ვამბობთ საკუთარ თავზე ან სხვებზე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს, გვეხმარება მივაღწიოთ წარმატებას ან პირიქით, შევიქმნათ უსიამოვნებები. იმისდა მიუხედავად როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი გზა, სიტყვები გეხმარებათ შეავსოთ თქვენი ხედვა და რეალობა.

არსებობს სიტყვები და ფრაზები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ თქვენს იმიჯზე, ზიანი მიაყენონ თქვენს

რეპუტაციას და თქვენი წარმატება საფრთხის ქვეშ დააყენონ. ამიტომ, წარმატების გამყარებისათვის საჭიროა ხმარებიდან ამოიღოთ ასეთი გამოთქმები.

წარმატებული ადამიანები ყოველთვის ხედავენ ვარიანტებს, გარემოებების მიუხედავად. როცა ამბობთ, რომ სხვა არჩევანი არ გქონდათ

გთავაზობთ 13 ფრაზას, რომლებსაც წარმატებული ადამიანები არ იყენებენ:

,,მე არ მქონდა სხვა არჩევანი” განსაზღვრულ სიტუაციაში, იგულისხმება, რომ საკუთარ თავს მსხვერპლად აღიქვამთ, რომ სუსტი ხართ, ვიდრე გარემო. ამ უსუსურობის აღიარებით მოსაუბრე იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

წარმატებული ადამიანები ამბობენ: ,,მე მაქვს არჩევანი” ,,აი ჩვენი ვარიანტები” ან ,,მოდით განვიხილოთ ყველა შესაძლებლობა” მათ იციან, რომ არჩევანის მოთხოვნის უფლება წარმოადგენს წარმატების მიღწევის გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯს.

სიტყვები “უნდა” და “შემეძლო” გულისხმობენ სინანულს, დანაშაულის შეგრძნებას და

დამნაშავეების ძებნას. წარმატებული ადამიანები არ იჭედებიან წარსულში, ისინი იშვიათად ნანობენ თავიანთ გადაწყვეტილებების ან ქმედებების გამო. მაშინაც კი, როცა ეს სხვისი წარუმატებლობაა, ფაქტს ღებულობენ როგორც გამოცდილებას, რომელიც აახლოებთ მიზანთან კიდევ ერთი ნაბიჯით. გარდა ამისა, არ არსებობს იმაზე უკეთესი საშუალება უფროსის, კოლეგის ან კლიენტის შენს წინააღმდეგ განსაწყობად, ვიდრე იმის თქმა, რომ ისინი რამეში დამნაშავენი არიან (ეს მართლაც ასე რომ იყოს). ამის ნაცვლად შეგიძლიათ თქვათ: ,,გთხოვთ, დამეხმარეთ გავერკვე რატომ… ” ან ,,სამომავლოდ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ალტერნატიული მიდგომა”

გარდა იმისა, რომ ეს არის თვითშეზღუდვის სიტყვები, ისინი გაჟღენთილია პესიმიზმით და მარცხით. წრმატების გზაზე უამრავი ბარიერი გვხვდება, რომლებმაც შეიძლება გაართულოს ეს გზა, მაგრამ ვერასოდეს შეაჩერებენ ამ გზაზე მიმავალს. წარმტებული ადამიანი ყოველთვის გაუმკლავდება სირთულეს და ამას გააკეთებს მისი აღმოფხვრის ან შემოვლითი გზის პოვნით.

სიტყვა ,,არ შემიძლია” ან ,,შეუძლებელია” იშვიათად სტუმრობენ წარმტებული ადამიანის ცნობიერებას. იმის ნაცვლად რომ იწუწუნონ, ისინი იწყებენ ალტერნატიული გადაწყვეტილებების ძიებას რეზულტატის მისაღწევად.

,,მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს საშუალება…”

,,მოდით ვცადოთ სხვაგვარად გაკეთება”

,,მე შემეძლო”

,,მე არ შემიძლია ამის გაკეთება” ,,ეს შეუძლებელია”

როგორც დიდმა მეწარმემ ჰენრი ფორდმა თქვა: ,,მნიშვნელოვანი არაა რას ფიქრობთ – შეგიძლიათ, თუ არ შეგიძლიათ – თქვენ მაინც მართალი ხართ”.

წარმატებული ადამიანები სხვებს ეხმარებიან წარმატების მიღწევაში. როგორც მილიარდერმა უორენ ბაფეტმა თქვა:

,,ვიღაც ახლა ხის ჩრდილში ზის იმიტომ, რომ ეს ხე ოდესღაც სხვამ დარგო.”

,,ეს ჩემი საქმე არ არის” ,,მე ამისთვის არ მიხდიან” ,,ეს ჩემი პრობლემა არ არის”

იფიქრეთ თქვენს სამსახურზე ისე, როგორც ხეების დარგვაზე. თუ თქვენ რაიმეს გაკეთებას გთხოვთ თქვენი უფროსი, კოლეგა ან კლიენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნულ სიტუაციაში თქვენ, როგორც მთავარმა მოთამაშემ, დაისახეთ მიზანი როგორ დაეხმაროთ მათ მაშინაც კი, თუ ეს არ შედის თქვენს თანამდებობრივ ინსტრუქციაში. მაშინაც კი, თუ თქვენს მაგიდაზე დევს დირექტორის ხელმოწერილი, უსაფუძვლო მოთხოვნა, უპასუხეთ თანხმობით: ,,რა თქმა უნდა მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ მიზნის მიღწევაში. ჩემი მიმდინარე ამოცანების გათვალისწინებით A, B და C, რომელს ამჯობინებთ, რომ გადავდოთ მანამ, სანამ ახალ დავალებაზე ვიმუშავებ? – ასეთი პასუხი თქვენ პირდაპირ გაკავშირებთ პრიორიტეტულ დატვირთვასთან დახმარების გაწევისთვის მზაობის თანხლებით.

წარმატებული ადამიანები გატაცებულნი არიან ინოვაციებით, ისინი მუდმივად ახალი გადაწყვეტილებების ძიებაში არიან. სტივ ჯობსმა თქვა:

,,ინოვაცია განასხვავებს ლიდერს და მიმდევარს”

ამ მიზეზით განათლებული მმართველები აფასებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც

ავლენენ შემოქმედებით აზროვნებას, მოქნილობას და პრობლემების გადაჭრის უნარებს.

არ უნდა აჩვენოთ, რომ წარსულში გაიჭედეთ, რომ არ შეგიძლიათ იყოთ მოქნილი და ჩაკეტილი ხართ თანამოაზრეებისთვის. მაშინაც კი, თუ არ ეთანხმებით ვინმეს იდეას, სჯობს ასე უპასუხოთ: ეს საინტერესო იდეაა და როგორ იმუშავებს ის? ან: ეს სხვაგვარი მიდგომაა. მოდით განვიხილოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

თქვენი კოლეგა დააწინაურეს, თქვენ – არა. ის აღიარეს, თქვენ – არა. მისი განყოფილება იღებს დაფინანსებას, თქვენი – არა. უსამართლობას ყოველდღიურად აქვს ადგილი, სამსახურშიც და სამყაროშიც. წარმატებული ადამიანები იმის ნაცვლად რომ დაიწყონ პრეტენზიების გამოთქმა ან იწუწუნონ, იღებენ აქტიურ ზომებს: ახდნენ ფაქტების დოკუმენტირებას, აწარმოებენ საქმეს, წარუდგენენ ინტელექტუალურ

დოკუმენტს იმ ადამიანს ან ჯგუფს, ვინც შეუძლია დახმარება გაუწიონ მას.

წარმატებული ადამიანები გაურბიან სხვების განსჯას, შეურაცხყოფას და ნეგატივს. მიუხედავად იმისა, თუ რა გრძნობა გაგიჩნდათ ან რა სიტუაციაში ხართ, თავი აარიდეთ არაკონსტრუქციულ ან სუბიექტურ განცხადებებს, რომლებიც გადმოსცემენ ადამიანების ან სამუშაოს მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას. თუ გაქვთ კონკრეტული საჩივარი ან შეკითხვა, რაც ვინმესგან ყურადრებას ითხოვს, მიმართეთ მას ფაქტებით და ტაქტიკურად, თან შეეცადეთ შეინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი.

კი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის სხვაგვარად ვაკეთებდით ამას, ეს ისე არ არის, როგორც ჩვენ ვაკეთებთ

,,ეს არასამართლიანია”

,,ის ზარმაცია” ,,მე არ მიყვარს ჩემი სამუშაო», «მე ვერ ვიტან ამ კომპანიას.”

თქვენი გამოხატვის მანერა მნიშვნელოვნად ზემოქმედებს კარიერაზე და უზრდელური გამოხატვით აშკარა ხდება წინდაუხედაობა.

წყარო