უცნობი კადრები ჩაკეტილი ზონიდან, რა ხდება ჩრდილოეთ კორეაში?

273

ფოტოგრაფმა ერიკ ლაფორგემ სასწაულებრივად მოახერხა ფოტოების გადარჩენა, გთავაზობთ კადრებს მისივე აღწერებით

ჩრდილოკორეული არმია ერთერთი უდიდესია მსოფლიოში, მაგრამ ჯარისკაცები იარაღით წვრთანზე ხშირად შავი სამუშაოთი არიან დაკავებულნი.

მთავრობას არ უყვარს როდესაც მსგავს ფოტოებს იღებენ იმის ახსნის მიუხედავად რომ გაჭირვება ყველგანაა

.

არასრულწოვანთა შრომა აქ მიღებულია, დედაქალაქის გარეთ ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია

ჩრდილოეთ კორეის მთავრობა კრძალავს მათ გადაღებას ვინც შიმშილით იტანჯება, მსგავსად ამ მამაკაცისა.

და ამ ბავშვისა

აკრძალულია ცუდად ჩაცმული ადამიანების გადაღებაც, როგორც გიდმა ფოტოგრაფს აუხსნა ეს ადამიანი ცუდად არის ჩაცმული.

ფოტოგრაფის განმარტებით ის ამ ბავშვებს ქუჩაში სიმინდის მარცვლების შეგროვებისას წააწყდა.

ქალი ჯარისკაცებს შორის. მთავრობა არ კრძალავს არმიის წევრებზე სურათის გადაღებას

გიდის აღწერა “ჩვენს არმიას ძირითადად ასე ნახავთ ოღონდ ამის გადაღება არ შეიძლება”

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში ფოტოს გადაღება ადვილია, თუმცა თუ ჯარისკაცს მიუახლოვდებით ის აუცილებლად შეგაჩერებთ.

ჩრდილოეთ კორეაში ჯარისკაცის დასვენებისას გადაღება ასევე აკრძალულია.

ფხენიანის დელფინარიუმში სტუმრობისას თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ძუძუმწოვრები, მაგრამ არა ჯარისკაცები რომლებიც მაყურებელთა 99%-ს წარმოადგენენ.

ფოტოგრაფმა წესი დააღვია და ჯარისკაცს დასვენებისას გადაუღო, რაც მისი თქმით მისი ქვეყნიდან გამოძევების ერთერთ მთავარ მიზეზად იქცა.

მამაკაცი ბანაობს მდინარეში დედაქალაქის მახლობლად, სოფლებში მსგავსს ხშირად წააწყდებით

“ჩონჟინის რაიონში, რომელიც შიმშილითაა განთქმული, სტუმრობისას ჩემს ფოტოაპარატს კონფისკაცია გაუკეთეს, ხალხის დანახვისას მივხვდი რატომ” მოგვითხრობს ფოტოგრაფი

ამ ადამიანს ზღვის პირას ეძინა, ჩემმა გიდმა ფოტოს წაშლა მთხოვა რადგან ეგონა რომ ხალხს ვინც ფოტოს ნახავდა ის გარდაცვლილი ეგონებოდა

სოფლის მოსახლეობა საერთო შრომას ეწევა. ადრე მთავრობა კრძალავდა მსგავსი მოვლენების ფოტოგრაფირებას, თუმცა ეხლა მიაჩნიათ, რომ მსგავსი ფოტოები ჩრდილოკორეელების შრომისუნარიანობას ასახავს

გიდის თხოვნის მიუხედავად მე მაინც განათებით გადავიღე, მან მთხოვა არ მექნა ასე რათა ხალხი არ დამეფრთხო

“ჩრდილოკორეელები ცოტა არ იყოს პარანოიკები არიან, გიდმა ამ ფოტოს წაშლა მთხოვა რადგან ფიქრობდა რომ მე ამ ადამიანებზე დასავლეთში ვიტყოდი რომ უსახლკარონი იყვნენ, თუმცა ისინი მხოლოდ პარკში ისვენებდნენ”

აქ მხიარულ ბავშვებს ქვეყნის ლიდრების პორტრეტებქვეშ ვხედავთ “არასოდეს გადაიღოთ ფოტო, როდესაც ვინმე ქვეყნის ლიდერების გამოსახულების წინ სულელურ ქმედებებს აკეთებს” აცხადებს ფოტოგრაფი

მიუხედავად იმისა რომ ფხენიანში ავტომანქანების რიცხვი ნელნელა იზრდება, ხალხი ჯერ მაინც ვერ შეეჩვია ამას. დასტურად შუა ქუცაში მოთამაშე ბავშვები.

ფხენიანის ორ სუპერმარკეტში ყველაფერს წააწყდებით, მათ შორის მინერალურ წყალს “ევიანს”, თუმცა აქ შოპინგი მხოლოდ ელიტის ხვედრია.

“ფხენიანის ფერწერის მუზეუმში სტუმრობისას შუქი ჩაქრა, როგორც ადგილობრივები ამბობენ ყველა ასეთი შემთხვევა ამერიკელების ბრალია” აცხადებს ფოტოგრაფი

ასევე აკრძალულია დაუმთავრებელი ნახატების ფოტოგრაფირებაც

დედაქალაქის ბავშვთა თავშესაფრებში სოფლიდან ჩამოსულ ბავშვებს ყოველგვარი ტექნოლოგია მათ შორის ესკალატორიც უკვირთ და შიშით უყურებენ

ამ ფოტოს გადაღებაში ორი პრობლემაა. პირველი : ეს არის “უცნაური წარმოშობის კეპი” და მეორე უკანა ფონზე ჯარისკაცები ისვენებენ.

“ფხენიანის მეტრო მსოფლიოში ყველაზე ღრმაა რადგან საჭიროების შემთხვევაში ის ბუნკერიც უნდა იყოს, მე მთხოვეს ფოტოების წაშლა რადგან მასზე გვირაბია გამოსახული”

“ჩაცმულობას აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც მე ფოტოს გადაღება დავაპირე სტუდენტმა გოგონამ თანაკურსელს პერანგი გაუხსნა და შეუსწორა”

“როდესაც ოჯახებს ვსტუმრობთ გიდებს უყვართ როდესაც ბავშვებს კომპიუტერებთან ვუღებთ, თუმცა როცა ამჩნევენ რომ კომპიუტერები გამორთულია ფოტოს წაშლას გვთხოვენ”

დაღლილი ადამიანების გადაღებაც ასევე აკრძალულია

მთავრობა თვალს ხუჭავს “შავ ბაზრებზე” და ამით ზოგს ოდნავ ულამაზებს ცხოვრებას

მსოფლიო საკვების პროგრამის პროდუქციის გადაღება ასევე აკრძალულია

რიგი – ეს ამ ქვეყნის ეროვნული სპორტია, ფოტოზე ვხედავთ რიგს ტროლეიბუსში ჩასასხდომად

კიმ ჩენ ირისადმი მიძღვნილ ფესტივალზე ათასობით კორეელი სხვადასხვა ძეგლთან დგას რიგში

რიგითი ჩრდილოკორეული აბაზანა

ქალაქებს შორის გადაადგილების საშუალებები ფაქტიურად არ არსებობს, მოქალაქეებს ნებართვა სჭირდებათ ერთი ადგილიდან მეორეში წასასვლელად.

სიღარიბის მსგავსად სიმდიდრის გადაღებაც იკრძალება, ეს მერსედესი ფხენიანის ერთერთ პარკში იქნა გადაღებული სადაც მის პატრონს პიკნიკი ჰქონდა მოწყობილი

კიმ ირ სენის ქანდაკებების უკნიდან გადაღება ძალიან უხეშ საქციელად ითვლება

წყარო