ყველაზე პატარა ღამის კლუბი მსოფლიოში

127

,,Teledisco” ცნობილია, როგორც ყველაზე პატარა ღამის კლუბი, რადგან მხოლოდ ერთი ადამიანის დატევა შეუძლია. იგი ტელეფონის ჯიხურისგანაა შექმნილი და ბერლინში მდებარეობს.

როგორც კი მომხმარებელი კლუბში ,,მოთავსდება“, სენსორულ ეკრანზე საყვარელი სიმღერის არჩევის საშუალება ეძლევა. დრო შეზღუდული არ არის, შეგიძლიათ იცეკვოთ, სანამ არ დაიღლებით ან ხურდა ფული არ დაგიმთავრდებათ.

ბერლინში სულ სამი ,,ტელედისკოა“. ორი მათგანი სხვადასხვა უბანშია დამონტაჟებული, მესამე კი მოძრავია და შეგიძლიათ წვეულებისთვის დაიქირავოთ.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ