აზიის ღირსშესანიშნაობები

485

1.ვიენტიანი – ლაოსის დედაქალაქი.

იგი გაშენებულია მდინარე მეკონგზე, ტაილანდის საზღვართან. საფრანგეთის ყოფილი კოლონია, ახლა მძლავრი ეკონომიკური ცენტრია. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ბატ ფხა ლუანგის ტაძარი, რომელიც 1586 წელსაა აგებული და მეკონგის ნაციონალური პარკი. მთელი ქალაქის მასშტაბით შეხვდებით ბუდისტურ ტაძრებს და ღირსშესანიშნაობებს.

vientiane-holidays

  1. სიანუკვილი. სიანუკვილი კამბოჯაში მდებარე ყველაზე პოპულარული პლაჟია. აქ მიმდინარეობდა ამერიკა-ვიეტნამის ომი და მართალია, იშვიათად თუ ჩადის ვინმე პლაჟების სანახავად, თუმცა ხმერული ნანგრევების მონახულების შემდეგ, დასასვენებლად შესაფერისი ადგილია. აქ ძალიან პოპულარულია წყალქვეშა ექსკურსიებიც.

2

  1. საპა

საპა ვიეტნამის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე წყნარი ქალაქია. მას ბაზად იყენებენ ახლოს მდებარე მთებში ასვლისას. საპა პოპულარულია თავისი ხედებით და ტრადიციული სოფლებით. აქ შეხვდებით საფრანგეთის კოლონიურ ღირსშესანიშნაობებს.

3

  1. პერჰენტიანის კუნძულები

პერჰენტიანის კუნძლები მალაიზიის ჩრდილო-აღმოსავლეთითმდებარეობს. მთავარი ადგილებია პერჰენტიან ბესარი და პერჰენტიან კესილი (დიდი და პატარა კუნძულები). კესილი ტურისტებს თავისი უბრალოებით იზიდავს.  ბესარი კი  პირიქით, ორიენტირებულია ოჯახებზე და ექსკლუზიურ მიღებებზე, როდესაც დამსვენებებს  განმარტოება ურჩევნიათ.

4

  1. ჰანოი- ვიეტნამის დედაქალაქი.

ჰანოი ძველის და ახლის შესანიშნავი შერწყმაა. აქ შეგიძლით ნახოთ, როგორ მისდევს ადგილობრივი მოსახლეობა ტაი ჩის და როგორ ერთობა მათ გვერდით სკეიტბორდისტების ჯგუფი. ჰანოის ძველი უბანი ღია მუზეუმია, სადაც შეხვდებით აზიურ და ფრანგულ კოლონიურ არქიტექტურის ნიმუშებს. მათი ძირითადი ნაწილი დაუზიანებლადაა შემორჩენილი.

5

  1. ვანგ-ვიენგი

ვანგ-ვიენგი ვიენტიანის ჩრდილოეთით მდებარეობს და გამოირჩევა თავისი კარსტული ფორმირებებით. ქალაქში 25000 ადამიანი ცხოვრობს, ტურისტები აქ ხშირად ჩამოდიან ხედების შესაფასებლად და ადგილობრივ მდინარეზე კანოეთი გასასეირნებლად.

Vang Vieng in Laos

  1. ფხუკეტი

ფხუკეტი ტაილანდის ყველაზე დიდი კუნძულია, მან სახელი გაითქვა შესანიშნავი პლაჟებით და დაივინგით. პატონგი- ფხუკეტის ყველაზე პოპულარული პლაჟია მაღაზიებით, რესტორნებით, სასტუმროებით და ღამის კლუბებით. კუნძული რელაქსაციის კარგი საშუალებაცაა თავისი მასაჟის და სპა დაწესებულებებით.

7

  1. კუალა-ლუმპური

კუალა-ლუმპური  მალაიზიის ხმაურიანი დედაქალაქია. ქალაქის ყველაზე მჭირდოდ დასახლებული ადგილი გამორჩეულია ინოვაციური ნაგებობებით. მათ შორისაა პეტრონასის ტყუპი ცათამბჯენები- ყველაზე მაღალი ცათამბჯენები მსოფლიოში. ქალაქში ასევე შეხვდებით ისლამურ კულტურის მუზეუმს და ბუკი ბინტანგის ხიდი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილს და ფრინველების პარკს აკავშირებს. ეს უკანასკნელი ფრინველთა ყველაზე დიდი ვოლიერია.

8

  1. გილის კუნძულები

გილი ინდონეზიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. იგი იდეალურია იმ მოგზაურებისთვის, ვისაც თანამედროვე ცხოვრების რითმისგან ცოტა ხნით დასვენება სურთ. ავტომობილებით გადაადგილება კუნძულზე აკრძალულია, შეგიძლიათ ველოსიპედები გამოიყენოთ. გილის კუნძული მოგეწონებათ, თუ დაივინგით ხართ გატაცებული.

The plain of Bagan at sunset, Myanmar.

  1. პნომპენი

პნომპენს აზიის მარგალიტს უწოდებენ. ის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელიც ფრანგებმა ააშენეს. ომისა და რევოლუციის შემდეგ ქალაქი თანდათანობით ვითარდება, თუმცა კამბოჯაში ჯერ კიდევ იგრძნობა ფრანგების გავლენა. მდინარე მეკონგზე გაშენებლი ქალაქი, ფაქტობრივად, მე-15 საუკუნით თარიღდება. მთავარი ღირსშესანიშნაობებია- სამეფო ციხესიმაგრე და ეროვნული მუზეუმი, სადაც უამრავ ხმერულ ექსპონანტს შეხვდებით.

10

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ