რა მოუვიდა კატას, რომელმაც 260 მილი ყუთში გაატარა

117

შინაურმა კატამ, სახელად ქაფქეიქმა რვა დღე ყუთში გაატარა. მისი პატრონი, ჯულია, DVD დისკებს მომხმარებელს უგზავნიდა, კატამ კი როგორღაც მოახერხა და ყუთში აღმოჩნდა.

დისკები დასავლეთ სასიქსში, ბრიტანეთის ყოფილ საგრაფოში ჩავიდა. ქაფქეიქმა დახურულ ყუთთან ერთად 260 მილის გავლა შეძლო და უვნებელი გადარჩა.

,,როდესაც აღმოვაჩინე, რომ დაიკარგა, ეს ყველაზე საზარელი გრძნობა იყო, რაც ცხოვრებაში განმიცდია. ყველგან ვეძებდით. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი იმაში, რაც დაემართა. ყუთები გასაგზავნად მზად იყო, ყველა მათგანი შევფუთე. არ ვიცი, ქაფქეიქი იქ როგორ აღმოჩნდა.“ – თქვა ჯულიამ.

საბედნიეროდ, DVD დისკების ჩასვლისთანავე, კატა ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანეს, სადაც მიკროჩიპი აღმოუჩინეს. ჩიპის საშუალებით კი ექიმმა შეძლო სიამის კატის პატრონს დაკავშირებოდა. მას მაშინვე ჩააკითხეს და სახლში დააბრუნეს. ქაფქეიქს დეჰიდრატაციის გარდა სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. ძალების აღსადგენად რამდენიმე დღე  დასჭირდა და ახლა სრულიად ჯანმრთელია.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ