დრაკონის ტაძარი სამპრანში

233

ბანგკოკიდან დაახლოებით 40 კილომეტრის დაშორებით, დასავლეთით, სამპრანის რეგიონი მდებარეობს. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა კი უცნაური ფორმის ბუდისტური ტაძარია. კომპლექსში შეხვდებით ბუდას გიგანტურ, ოქროს ქანდაკებას, თუმცა გამორჩეულ ყურადღებას 17 სართულიანი ვარდისფერი კოშკი იმსახურებს, რომელსაც ,,დრაკონის ტაძარს“ უწოდებენ.

,,დრაკონის ტაძარი“ არც ისე ცნობილი ადგილია, მას რუქაზეც ვერ შეხვდებით, თუმცა ტურისტები განსაკუთრებით იზიდავს აქ გამეფებული სიმშვიდე და სულიერი ატმოსფერო. ვის ეკუთვნის ტაძრის პროექტი ან როდის ააგეს იგი , უცნობია.

ამ მომენტისათვის, შენობაში არსებული კიბე დაზიანებულია, ამიტომ კოშკის სახურავზე ასვლა ვერ ხერხდება, თუმცა რამდენიმე სართულის მონახულება შესაძლებელია. ტაძრის გარკვეულ ნაწილში უცხო პირები საერთოდ არ დაიშვებიან, ნაწილი კი მხოლოდ უცხოელებისთვისაა დაკეტილი.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ