- პარიზში მხოლოდ ერთ ადგილას შეხვდებით საგზაო ნიშანს STOP
- საფრანგეთში შესაძლებელია გარდაცვლილ ადამიანზე დაქორწინება. ამისთვის პრეზიდენტს უნდა მიმართოთ განცხადებით.
- ფრანგული ტოსტი ფაქტობრივად, ფრანგული არ არის. იგი ჯოზეფ ფრენჩმა მოიგონა, სახელიც აქედან დარჩა.
- ლუი XIX საფრანგეთის მეფე 20 წუთის განმავლობაში იყო.
- პარიზის ერთ პატარა კაფეში ,,Syrah” ყავა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, თუ ,,თუ შეიძლებას“ არ იტყვით.
- ავტომობილის სანომრე ნიშნები პირველად საფრანგეთში შემოიღეს.
- საფრანგეთში კანონით იკრძალება ღორისთვის ნაპოლეონის დარქმევა.
- უძველეს ხიდს პარიზში ,,ახალი ხიდი“ ჰქვია.
- საფრანგეთის ტერიტორიები 12 სხვადასხვა საათობრივ ზონაშია. მსოფლიოში ასეთი ანალოგი არ არსებობს.
- დაახლოებით 200 წლის განმავლობაში, 2012 წლამდე პარიზში ოფიციალურად აკრძალული იყო შარვლით სიარული. კანონი გააუქმეს იმის გამო, რომ მას არავინ ითვალისწინებდა.
- აფრიკაში უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ფრანგულად, ვიდრე ევროპაში.
- პარიზელი ტაქსისტები თითქმის 200,000 ევროს იხდიან ლიცენზიის მისაღებად.
- ყველა ნამდვილი შამპანური ფრანგულ ,,შანპანში“ იწარმოება. თუ სხვა ადგილასაა წარმოებული, ეს ადგილობრივი ცქრიალა ღვინოა.
- დღის განმავლობაში ფრანგებს 9 საათი სძინავთ. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.
- წლის განმავლობაში 80 მილიონი ტურისტით- საფრანგეთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა. შემდეგ ადგილზე ამერიკაა, 73 მილიონი ტურისტით.
- საფრანგეთი მსოფლიო ტერიტორიის 10%-ს მართავდა.
- ყოველი მეხუთე ფრანგი დეპრესიით იტანჯება.
- საფრანგეთის მთავრობა მრავალშვილიან ოჯახებს მედლით აჯილდოებს ,,ბავშვების წარმატებით და ღირსეულად აღზრდისთვის“.
- მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ჰიტლერი პარიზში ჩავიდა, ფრანგებმა ეიფელის კოშკის ლიფტის კაბელი ჩაჭრეს. ჰიტლერს რომ ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობის ნახვა მოესურვებინა, ფეხით მოუწევდა ასვლა.
- პარიზის მეჩეთი დაეხმარა ებრაელებს გადარჩენილიყვნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. მათ მუსულმანურ პასპორტებს აძლევდნენ.
- 1748-72 წლებში საფრანგეთში კარტოფილის შეტანა აკრძალული იყო.
- იოან პირველი დაბადებამდე ხუთი თვით ადრე აკურთხეს მეფედ. დაბადების შემდეგ მან მხოლოდ ხუთი დღე იცოცხლა.
- 1814-30 წლებში საფრანგეთის დროშაზე არცერთი ფერი არ იყო თეთრის გარდა.
- საფრანგეთში აკრძალულია საბავშვო სილამაზის კონკურსები.
- პარიზის დევიზია: ,,fluctuat nec mergitur”. ლათინური ფრაზა ითარგმნება, როგორც ,,წყალშია, მაგრამ არ იძირება“.
მოამზადა: თინა ღურწკაიამ