ტესტი – როგორი ხასიათი გაქვთ სინამდვილეში?

115

აირჩიე ფოტოდან ერთ-ერთი თვალი და ნახე თუ როგორი ხასიათი გაქვს სინამდვილეში:

1. თქვენ პიროვნებათა ისეთ კატეგორიას განეკუთვნებით, რომელსაც თითქმის ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს. გჯერათ, რომ უმჯობესია გარისკო და მარცხი იწვნიო, ვიდრე იყო უმოქმედოდ. სხვებთან არასოდეს გამოხატავთ თქვენ შიშსა და დაუცველობას. მიიჩნევთ, რომ პრობლემები თვითონვე უნდა მოაგვაროთ. ცდილობთ, ყველას დაეხმაროთ და ეს გამოგდით კიდეც.

2. თქვენ კეთილსინდისიერი ადამიანი ხართ და ყოველთვის ცდილობთ, თქვენი მოქმედებებით სხვას ზიანი არ მიაყენოთ. გჯერათ, რომ თქვენი ქმედებები სხვის ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. არ აჩვენებთ სხვებს, თუ როგორი სევდიანი ხართ და ყველა პრობლემას თქვენთან ინახავთ.

3. თქვენ ისეთი ტიპის ადამიანთა კატეგორიაში შედიხართ, ვინც წარსულში დიდი ტანჯვა გამოიარა. აწმყოში ეს თქვენს ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. თქვენი აზრით, ცხოვრება დიდი კოსმიური ხუმრობაა. ცდილობთ, რომ იპოვოთ მშვიდობა სამუდამოდ. თქვენ საკუთარ ბნელ ფიქრებს სხვებს არ უზიარებთ. ბევრი რამის ატანა მოგიხდათ, თუმცა ცხოვრებაში კარგი პერიოდებიც გქონდათ. თქვენ წაქცევის დროს საკუთარი თავის წამოყენებაში ექსპერტი ბრძანდებით.

4. თქვენ ფილოსოფიური ხასიათი გაქვთ და ძალიან ბევრს ფიქრობთ ყველაზე და ყველაფერზე. გიყვართ ღრმად ჩაწვდომა, თუმცა არავის ეუბნებით, თუ როგორ გეპარებათ ეჭვი ყველაფერში. ცხოვრება წარმოგიდგენიათ ერთ დიდ ჩიხად და თავს უკეთესად იგრძნობთ, თუ ყველაფერს საკუთარ მნიშვნელობას არ მიანიჭებთ.

5. თქვენ იდუმალ ადამიანთა სიაში ხართ. არასოდეს გეგმავთ რამის კეთებას და თქვენი ხასიათი ძალიან სწრაფად იცვლება. თუ თქვენ იპოვით საკუთარ თავს, რამდენიმე ხანში ისევ იცვლით აზრს. არასოდეს აჩვენებთ ხალხს, თუ როგორად მიგაჩნიათ საკუთარი თავი ამჟმად. თქვენ საუბრობთ ნაკლებს. აკვირდებით და სწავლობთ თქვენს გარშემო მყოფებს. მხოლოდ იმას საუბრობთ, რაშიც დარწმუნებული ხართ.

6. თქვენ ძალიან მგრძნობიარე ხართ. ამჩნევთ ყველაფერს და არაფერს ივიწყებთ. ხანდახან, შესაძლოა უმნიშვნელო საკითხიც კი საკმარისი აღმოჩნდეს თქვენი წყობილებიდან გამოსაყვანად. შეგიძლიათ არაჩვეულებრივად განჭვრიტოთ საკუთარი მომავალი.

7. თქვენ ცეცხლოვანი ადამიანი ხართ. ყოველთვის ენერგიულად გრძნობთ თავს. არასდროს არაფრით იღლებით. შეგიძლიათ, რომ გიყვარდეთ ან გძულდეთ ყველაფერი. სწრაფად აზროვნებთ და გამოთქვამთ ბევრ მოსაზრებებს. თქვენი ენერგიიდან გამომდინარე, შესაძლოა, საკმაოდ ნერვიული იყოთ. თითქმის ყველაფერს ეყრდნობით ცხოვრებაში და თავი დრამატიზმით გაქვთ სავსე.

8. უცნაური ადამიანი ხართ, გიზიდავთ ისეთი საკითხები, რაც სხვებს არ აინტერესებთ. ყოველთვის ექსტავაგანტული ხართ და არ გადარდებთ წესები და ტრადიციები. ყველას აჩვენებთ სინამდვილეში თქვენს ხასიათს და არაფერს მალავთ. დასცინით მათ, ვინც თქვენ განგიკითხავთ. გსურთ, რომ ყველა თქვენნაირი იყოს.

9. თქვენ ინტუიციური პიროვნება ხართ. გესმით ყველა ადამიანის და არასოდეს აჩვენებთ სხვას, თუ რამდენი იცით. სხვებმა ზუსტად იმდენი იციან თქვენზე, რაც თვითონ გსურთ. იცით როდის უნდა იცრუოთ და როდის უნდა მოახდინოთ ადამიანზე მანიპულაცია, თუმცა იმასაც კარგად გრძნობთ, თუ როდის მანიპულირებენ თქვენზე – ამას არავის პატიობთ.