სურვილები რომ ახდეს

115

ალბათ გსმენიათ, რომ ფიქრები მატერიალიზდება. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ამის განხორცილება არა მაგიის, არამედ ფსიქოლოგიის კანონების მიხედვით ხდება. იმისათვის, რომ სურვილები ასრულდეს, საჭიროა მათი სწორი ფორმულირება.

ფორმულირება

რაც უფრო გარკვევით განსაზღვრავთ კონკრეტულად რა გსურთ, მით უკეთესი. ნუ გამოიყენებთ უარყოფას: ნუ იფიქრებთ იმაზე, რაც არ გინდათ, გონება მომართეთ მხოლოდ სასურველზე. მაგალითად, არასწორია როცა ფიქრობთ «არ მინდა ავადმყოფობა», სწორია «მინდა ვიყო ჯანმრთელი», ან «არ მინდა მსუქანი ვიყო», სწორია «მინდა კარგი აღნაგობა მქონდეს».

დეტალიზაცია

მაგალითად გსურთ გახდომა, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ დეტალურად თუ როგორ მოხდება ეს. ქაღალდის ფურცელზე დაწერეთ ესე ამ თემასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, რომ ფიგურა დაიყენეთ, აღარ გერიდებათ ზღვის სანაპიროზე საცურაო კოსტუმით სიარული, უკეთ გრძნობთ თავს, ხოლო მაღაზიებში ყოველთვის არის თქვენი ზომის სამოსი.

ახლანდელი დრო

ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტების მოსაზრება გაიყო, მაგრამ მათი უმეტესობა გვირჩევს სურვილის ფორმულირება მოვახდინოთ არა მომავალ დროში, არამედ აწმყოში – თითქოს ეს ყველაფერი უკვე გაქვთ. მაგალითად, არ უნდა იფიქროთ «მინდა კარგი სამსახური ვიშოვო», სწორია «მე კარგ სამსახურს ვშოულობ», ანუ თქვენი სურვილი უკვე იწყებს განხორციელებას.

საზღვრების გაფართოვება

არ ღირს სურვილის ფორმულირება ასე: «მე მანქანის შეძენას ვაპირებ», იქნებ ლატარიაში იგებთ მას? ან იქნებ ვინმე ახლობელი გადაწყვეტს რომ გაჩუქოთ? ამიტომ სჯობს საზღვრები არ დაადოთ თქვენს ფიქრებს, მაგალითად მსგავსი: «ამის ყიდვა, შოვნა, დაბრუნება მინდა» და ა. შ., ვინ იცის რა გზით მოვა თქვენამდე სასურველი ნივთი.

ვიზუალიზაცია

განვლილი ეტაპების შემდეგ საკუთარი თავი წამოიდგინეთ უკვე მომავალში, სადაც თქვენი სურვილი ასრულდა. მაგალითად, ახალი ბინა თუ გინდოდათ, წარმოდგინეთ, როგორ ცხოვრობთ მასში, დილით როგორ იღვიძებთ, სამსახურში წასასვლელად ემზადებით, სტუმრებს იღებთ და ა.შ. დეტალურად წარმოიდგინეთ ამ ბინის ინტერიერი, რა არის გარშემო, ვინ არის თქვენთან ერთად. წარმოიდგინეთ ეს ყოველდღიურად.

მოლოდინი

გახსოვდეთ, რომ სურვილი ჯადოსნობით არ სრულდება, ამიტომ საჭიროა დრო მისი განხორციელებისთვის. არ ღირს იმის ლოდინი, რომ ხვალ ან მიმდინარე კვირას უცებ ევროპაში სამოგზაუროდ წახვალთ. უბრალოდ გააგრძელეთ საკუთარი სურვილების სრულყოფამდე მიყვანა: მოახდინეთ ფორმულირება, დეტალიზება და წარმოიდგინეთ.

შესრულება

აქ მთავარია არ გაუშვათ თქვენი შანსი. რადგან სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი ოცნების სამსახური შემოგთავაზონ, ან სიმპატიური მამაკაცი მოვიდეს და გაგეცნოთ, თქვენ კი რაიმე მიზეზით შეშინდეთ და უარი თქვათ ამ ყველაფერზე. ნუ შეგეშინდებათ და ყოველთვის გამოიყენეთ საკუთარი შანსი.

წყარო