რა ხდება დედამიწაზე ერთი წუთის განმავლობაში

363

ალბათ ბევრი ამბობთ , თუ რა არის 1 წუთი? რა შეიძლება ამ დროის განმავლობაში მოხდეს ან სულაც რა უნდა მოვასწროთ? მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდით, რომ ამ ერთ წუთს დედამიწის მაშტაბით დიდი მნიშვნელობა აქვს, ასე , რომ მოდით ჩამოვთვალოთ რა შეიძლება ამ 1 წუთში მოხდეს.

ამ ერთი წუთის განმავლობაში ნიაგარის ჩანჩქერიდან ჩაედინება 136 274 820 ლიტრი წყალი რაც მგონი ძალიან ბევრია.

ამ მცირე დროის განმავლობაში მსოფლიო მაშტაბით დაახლოებით 204 მილიონი წერილი იგზავნება

1 წუთში საძიებო სისტემა Google საშუალოდ 2 მილიონ მოთხოვნას ამუშავებს.

წარმოუდგენელია მაგრამ ამ დროის განმავლობაში 6000 მეხი ვარდება დედამიწაზე.

ამ დროის განმავლობაშ ბევრი ოჯახი ბედნიერდება რადგანაც იბადება 250 ადამიანი (აქედან 51 ინდოეთიდან).

სამწუხაროდ 1 წუთში 107 ადამიანი კვდება და წარმოუდგენელია რომ აქედან 18 შიმშილით იღუპება.

დედამიწა ამ დროში მზის სისტემაში გალაქტიკაზე გადის დაახლოებით 14 400 კილომეტრს.

სოციალურ ქსელ Twitter-ში რეგისტრირდება 100 000-მდე ახალი მომხმარებელი.

ამ დროის განმავლობაში საშუალოდ 10-ჯერ თვალს ვახამხამებთ.

მხოლოდ 1 წუთში ადამიანი ამოისუნთქავს CO2-ს დაახლოებით 0.6 გრამის ოდენობით.

1 წუთიანი კოცნის დროს ადამიანის ორგანიზმში იწვება 26 კალორია, ასე , რომ აქედან გამომდინარე კოცნაც სასარგებლოა.

ალბათ ბევრი არც დაიჯერებთ, რომ ამ დროს ვიდეოპორტალ Youtube-ზე იტვირთება 10 საათის ხანგრძლივობის ვიდეოები.

და თანამედროვე მობილურებზე კი წუთში 47 000 ახალთახალი აპლიკაცია იწერება.

ადამიანის ორგანიზმში ამ დროში 1,3 ლიტრი სისხლი იფილტრება რაშიც ფილტვები მონაწილეობენ.

მხოლოდ და მხოლოდ 1 წუთში ადამიანის მთელს ორგანიზმში წარმოიქმნება 200 000 000 (200 მილიონი) უჯრედი.

ბევრს გაგიკვირდებათ და ამ დროის განმავლობაში ლეოპარდს შეუძლია გაირბინოს სულ რაღაც 2 კილომეტრი.

შევარდენი კი ლეოპარდისგან განსხვავებით გაიფრენს 5 კილომეტრს რაც 2,5-ჯერ მეტია ლეოპარდის სიჩქარეზე.

და ყველასთვის ცნობილი და ბევრისთვის საოცნებო მანქანა BUgatti Veyron-ი შეძლებს გაიაროს 7 კილომეტრი.

 

ახლა კი დაფიქრდით და თქვით, თქვენ რა შეგიძლიათ მოასწროთ ამ 1 წუთის განმავლობაში?
წყარო