რა არის მარკეტინგი? ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან მიდიხართ და ეუბნებით..

357
  1. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და ეუბნებით: “მე ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” -ეს არის პირდაპირი მარკეტინგი (Direct Marketing)
  2. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, თქვენი მეგობარი მიდის და ეუბნება: “ის ძალიან მდიდარია, გაყევი მას ცოლად” – ეს არის რეკლამა (Advertising)
  3. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და ართმევთ ტელეფონის ნომერს, ურეკავთ შემდეგ დღეს და ეუბნებით:

    “გამარჯობა, მე ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” – ეს არის ტელემარკეტინგი (Telemarketing)

  4. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, თავს იწესრიგებთ მიდიხართ და იცნობთ მას. ართობთ მას მთელი საღამო საინტერესო საუბრებით, უსხავთ სასმელს, მანქანაში ჩაჯდომისას უღებთ კარებს და ტოვებთ სახლში და ამ დროს ეუბნებით: “სხვათა შორის მე მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” – ეს საზოგადოებრივი ურთიერთობებია  (Public Relations)
  5. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, ის მოდის თქვენთან და გეუბნებათ: “შენ ძალიან მდიდარი ხარ, მომიყვან ცოლად?” -ეს ბრენდის ცნობადობაა (Brand Recognition)
  6. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და ეუბნებით: “მე ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” ის კი პასუხად სილას გაწნით – ეს  მომხმარებელთან უკუკავშირია (Customer Feedback)
  7. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და ეუბნებით: “მე ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” ის კი თავის ქმარს გაცნობთ – ეს მოთხოვნა და მიწოდებას შორის გარღვევაა (Demand and supply Gap)
  8. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და სანამ რამეს ეტყვით, მიდის სხვა მამაკაცი და ეუბნება: “

    მე ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” გოგონა მას მიყვება – ეს არის შენს ბაზარზე არსებული კონკურენცია (Competition on your market share)

  9. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და სანამ რამეს ეტყვით, მოდის თქვენი ცოლი – ეს არის ახალ ბაზრებზე შესვლის აკრძალვა (Restriction for Entering New Markets)

წყარო