მსოფლიოს 3 ყველაზე ეგზოტიკური ადგილი

598

ჩვენს პლანეტაზე არის უამრავი ულამაზესი ადგილი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწუოდოთ დედამიწაზე არსებული სამოთხე. მეც სწორედ მათზე ვაპირებ გიამბოთ…

ერთ-ერთ ასეთ ჯადოსნურ ადგილად გვევლინება:

 

კუნძული – ბორა-ბორა

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში, ეს კუნძული მსოფლიოში აღიარებული იყო, როგორც ყველაზე ლამაზი კუნძული.

ბორა-ბორა მდებარეობს ტაიტის ჩრდილო-დასავლეთით. წყნარი ოკეანის „მარგალიტი“, ასე უწოდებენ ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ კურორტს. კუნძულის მოსახლეობა სულ 4000 კაცს შეადგენს.

კუნძული წარმოადგენს ჩამქრალ ვულკანს, რომლის მწვერვალი კუნძულის ცენტრში მდებარეობს. კუნძულის ირგვლივ თეთრი ქვიშის პლიაჟებია და პოლინეზიისათვის დამახასიათებელი პატარა სოფლებია გაშენებული.

ბორა-ბორას სილამაზე რომ შეიგრძნო, უნდა ნახო “სამეფო ბაღი” და დატკბე ზღვის კატებთან და დელფინებთან ურთიერთობით.

ბორა-ბორა ეს არის დახვეწილი ტროპიკული პარკებისგან, ლურჯი წყლის აუზებისგან, ულამაზესი სანაპიროებისგან შემდგარი კუნძული, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდეთ!

bora 1

bora 2

Bora Bora Lagoon, French Polynesia from above. Dreamlike colors. Some Overwater Bungalows are in View

 

მალდივის კუნძულები

ინდოეთის ოკეანეში გაფანტული 1190 კუნძული. თეთრი სანაპიროები, მარჯნის გამოქვაბულები, ქოქოსისა და ბანანის პალმები, ფირუზისფერი წყალი, ულამაზესი წყალქვეშა სამყარო, ბუნგალოები წყალში და ხმელეთზე… ეს ყველაფერი მალდივებზეა.

მალდივები მსოფლიოს საუკეთესო დასასვენებელი ადგილების სიაში ლიდერობს. დამსვენებლებს სთავაზობს კომფორტულ სასტუმროებს, სპა ცენტრებსა და მასაჟის კაბინეტებს, ეგზოტიკურ რესტორნებსა და დაუვიწყარ ექსკურსიებს.

მალდივის კუნძულები ნამდვილი სამოთხეა დაივინგის მოყვარულთათვის: კამკამა წყალი, უამრავი ეგზოტიკური თევზი, ულამაზესი მარჯნის რიფები, მრავალფეროვანი ნიჟარები და უბრალოდ იდეალური ადგილი თაფლობისთვის გასატარებლად.

maldives 1

maldives 2

maldives 3

 

 

კანარის კუნძულები

კანარის კუნძულებს აქვს მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. გამორჩეულია ენდემური ჯიშების სიმრავლით. მათ შორის ისეთის როგორიცაა ფასკუნჯი.

კანარის კუნძულებს ოფიციალურად აქვს ოთხი ეროვნული პარკი. მათგან ორი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული.

შესანიშნავი პლაჟები, სასიამოვნო კლიმატი, სასტუმროების ფართო არჩევანი, ულამაზესი ბუნება და რაც მთავარია, არაჩვეულებრივი პირობები საუკეთესო დასვენებისათვის.

Canary 2

Canary 1

Canary 3

 

მოამზადა:
მარი ვარამაშვილმა