მსოფლიოს უცნაური ფესტივალები

551

მსოფლიოში უამრავი უცნაური და ეგზოტიკური დღესასწაული თუ ფესტივალი არსებობს, რომელიც უამრავ ტურისტსს იზიდავს და სწორედ თავისი არაორდინალურობით იპყრობს მათ გულებს.

ინდოეთი – ფერების ფესტივალი
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფერების ფესტივალია ინდოეთში. ინდოელები მას სულის განწმენდის რიტუალად თვლიან. მათ ღრმად სწამთ, რომ ამ დროს ბოროტი სული განიდევნება, მათი გულები კი „ფერადოვნებით“ ივსება.
India 1

India 2

 

ესპანეთი – პომიდვრებით ომის ფესტივალი
„პომიდვრებით ომი”- ასეთი სახელითა ცნობილი ფესტივალი ესპანეთში, რომელიც ყოველი წლის ბოლო ოთხშაბათს პომიდვრების ხელჩართული ბრძოლით გამოიხატება.
ფესტივალის შემდეგ ნაომარი ქალაქის გასაწმენდად სახანძრო მანქანები შეუსვენებლივ მუშაობდნენ. მისი ისტორია შორეული 1944 წლიდან იწყება. ლეგენდის თანახმად, პომიდორს უნიჭო მუსიკოსს ესროდნენ და აძევებდნენ ქალაქიდან.

Spain 1

Spain 2

 

იაპონია ლობიოს გაბნევის ფესტივალი
იაპონიაში „ლობიოს გაბნევის” ფესტივალი აღინიშნება ყოველ 3 თებერვალს. რიტუალის თანახმად, ამ დღეს ბოროტი საწყისები განიდევნებიან. ამიტომაც იაპონელები ლობიოს მარცვლებს ქუჩებში აბნევენ და ამით ათავისუფლებენ სულს ბოროტი ზრახვებისგან.

Setsubun is a festival to ward off evil oni (monsters) and welcome the first day of spring according to the Japanese lunar calendar. People throw roasted soy beans to stop monsters entering their houses chanting ÔOut with evilÕ. In Japanese culture eating the same number of beans as someoneÕs age will bring good luck for the year. (Photo by Bruce Meyer/2.0 Images)

Japan 2

აღნიშნული ფესტივალები, არა მხოლოდ ტრადიციებზე დაფუძნებული რიტუალებია, არამედ ისინი თითოეული მოქალაქის თუ ტურისტის განწყობაზე დადებითად მოქმედებს და ბედნიერების საწინდარად ევლინება მათ.

 

მოამზადა:
მარი ვარამაშვილმა