ებოლას ვირუსის განკურნება მარიხუანას შეუძლია ?

126

ამერიკელმა  ვირუსოლოგებმა ებოლას მომაკვდინებელი ვირუსის დამარცხება მარიხუანის დახმარებით შეძლეს. სენსაციური დასკვნა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი შემთხვევის დროს მოხდა, როდესაც ებოლას ვირუსით დაავადებულ პაციენტს  ექიმებმა  მარიხუანა დაუნიშნეს. მას შემდეგ, რაც პაციენტმა მარიხუანის მოხმარება  დაიწყო, მისი   სხეულის ტემპერატურა დაეცა, გაუძლიერდა  საკვები მოთხოვნილება  და  უმეტეს შემთხვევაში   ეძინა, თუმცა   მეორე დღეს პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა,  ექიმებმა მას უფლება მისცეს გამოიყენოს მარიხუანა, სანამ სრულად არ გამოჯანმთელდება.

როგორც აღმოჩნდა ,  ფერმენტების და  აქტიური ალკალოიდების შედეგად, მცენარეს  შეუძლია გავლენა მოახდინოს ებოლაზე და    მოაწესრიგოს  ორგანიზმის იმუნური სისტემა.  ექიმების განმარტებით,  მედიცინაში კანაფის გამოყენება  იძლევა მაღალ შანსს, რომ ებოლას ვირუსით დაინფიცირებული  პაციენტები განიკურნონ.   აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ზოგიერთი სპეციალისტი მარიხუანის ლეგალიზაციას ითხოვს.

ექიმი  სანჯაია გუპტი აღნიშნავს, რომ იმ ადგილებში, სადაც ებოლას  ეპიდემია,  ჭირი და მალარია მძვინვარებს, აუცილებელია მარიხუანის გამოყენება, რადგან მისი მტკიცებით,  კანაფის საშუალებით პაციენტების განკურნება  რეალურად შესაძლებელია.

წყარო: cp.ge