ინტერვიუ ჯულია რობერთსთან

346

,,მასში ოდრი ჰეპბერნის, ლუსილ ბოლისა და ბამბის სილამაზეა გაერთიანებული!“– ამბობდა გარი მარშალი, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საუბარი ჯულია რობერტსზეა – გოგონაზე, რომელმაც თავისი ღიმილით სამყარო შეცვალა. წლები გადის, ჯულია კი ისევ ის ლამაზმანია, ,,ნოტინგ–ჰილიდან“, უცვლელი სითბოთი და უბერებელი პოზიტივით, რომელმაც რიჩარდ გირის პერსონაჟს ზედიზედ ორჯერ შეაყვარა თავი. თითქოს არაფერი აქვს განსაკუთრებული, მაგრამ შეუძლებელია ჯულიას ერთხელ მაინც შეხედოთ და მისი სახე დაგვიწყდეთ.

გთავაზობთ ჯულია რობერსთან ინტერვიუს, რომელიც ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა.

– ჯულია, მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე?
– ,,საერთაშორისო ოჯახიდან“ ვარ, ინგლისური,  შოტლანდიური, ირლანდიური, გერმანული და შვეიცარული სისხლი ჩქეფს ჩემს ძარღვებში, და ამიტომ არის, რომ დედამიწის ყველა წერტილი მიყვარს. ბავშვოდიდანვე ძალიან ემოციური ვიყავი, ფრჩხილებს ვიკვნიტავდი და ასე ვიმშვიდებდი ნერვებს. პარალელურად, ბევრს ვფანტაზიორობდი და ვეტერინარობაზე ვოცნებობდი.

– თუმცა თქვენ ვეტერინარობისგან განსხვავებით, უფრო რთული და საინტერესო პროფესია აირჩიეთ, როდის მიხვდით რომ მსახიობობა გინდოდათ?
– მსახიობობამდე  დიდი გზა გამოვიარე ,,იყო დრო როდესაც კლარნეტზე დაკვრით ვიყავი გატაცებული, შემდეგ ჟურნალისტობაც მსურდა, მაგრამ საბოლოოდ ჩემი თავი კინოში დავინახე.

– თქვენ, როგორც მსახიობმა დიდი კარიერული გზა განვლეთ, მოგვიყევით თქვენს პირველ ნაბიჯებზე კინოში?
– ჩემი დებიუტი სერიალში შედგა, სადაც ,,დანაშულის ისტორიის“ ერთ–ერთი გმირი განვასახიერე. გადამწყვეტი ნაბიჯი კი იყო ,,მისტიურ პიცაში“ მონაწილეობა აღმოჩნდა. მივხვდი, რომ შესაფერისი პროფესია შევარჩიე, გამიმართლა და  მივიღე ისეთ ფილმებში მონაწილეობა, როგორებიცაა: ,,ნოთინგ ჰილი;“ ,,ლამაზმანი;“ ,,ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი;“ ,,გაქცეული პატარძალი;“ ,,მონალიზას ღიმილი“ და ,,ერინ ბროკოვიჩი“, რომელმაც ,,ოსკარი“ მომიტანა ნომინაციაში ,,საუკეთესო მსახიობი ქალი“, ეს ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში.

– თქვენ ყოველთვის იდალურად გამოიყურებით, 48 წლის ასაკშიც ახერხებთ ბუნებრივი სილამაზისა შენარჩუნებას, რა არის თქვენი საიდუმლო?
– მე ყოველთვის უბრალო გოგონა ვიყავი, ვფიქრობ კარგი განწყობა და ღიმილი მეხმარება ცხოვრების გალამაზებაში, ყოველთვის ჯანსაღად ვიკვებები და ბევრს ვსეირნობ.

– თქვენი გარეგნობა არასდროს დარჩენილა შეუმჩნეველი სიმპათიურ მამაკაცთა არმიის მიღმა. მაგრამ თქვენი გულის მოგება მხოლოდ კინემტოგრაფმა დენიელ მოდერმა შეძლო. მოგვიყევით თქვენი ურთიერთობის შესახებ?
– დიახ, რამდენიმე სასიყვარულო ურთიერთობა მქონდა, მაგრამ საბოლოოდ ერთადერთი, რომელიც  გულით შემიყვარდა დენიელი აღმოჩნდა, რომელსაც ,,მექსიკელის“ გადაღებაზე შევხვდი. ორწლიანი ურთიერთობა  დაოჯახებით დაგვირგვინდა. ჩვენი ქორწილი სულაც არ იყო პომპეზური, ეს დღე ჩვენთვის მნიშნელოვან ადამიანებთან ერთდ გავტარეთ, დღეს თავს ბედნიერად ვგრძნობთ და სამ შვილზე ვზრუნავთ.

– და ბოლოს რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს?
– უფრო მეტი იოცნებონ, ირწმუნონ ნამდვილი სიყვარულისა და იმის რომ სასწაულები ხდება. უბრალოდ, გაუღიმონ სამყაროს და ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება.

 

 

მოამზადა
სალომე უბირიამ