ტარანტინო Time : „ერთხელ ჰოლივუდში“

121

„ერთხელ ჰოლივუდში“ (ინგლ. Once Upon a Time in Hollywood) — 2019 წლის ამერიკული კომედიურ-დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორი, სცენარის ავტორი და თანაპროდიუსერია კვენტინ ტარანტინო. ფილმი აწარმოა კომპანიებმა: Columbia PicturesBona Film GroupHeyday Films და Visiona Romantica. დისტრიბუცია გაუწია Sony Pictures Releasing-მა. „ერთხელ ჰოლივუდში“ ამერიკული და ბრიტანული კომპანიების ერთობლივი ნამუშევარია. მონაწილეობენ: ლეონარდო დიკაპრიობრედ პიტიმარგო რობიემილ ჰირშიმარგარეტ კუელიტიმოთი ოლიფანტიოსტინ ბატლერიდაკოტა ფენინგიბრიუს დერნი და ალ პაჩინო.

სიუჟეტი მიმდინარეობს 1969 წელს, ლოს-ანჯელესშიჰოლივუდის ოქროს ხანის მიწურულს, სადაც სატელევიზიო ვესტერნების ყოფილი ვარსკვლავი, რიკ დალტონი (ლეონარდო დიკაპრიო) და მისი დუბლიორი, კლიფ ბუთი (ბრედ პიტი) ცდილობენ იპოვონ თავიანთი ადგილი კინოინდუსტრიის სწრაფად ცვალებად სამყაროში.

2017 წელს დაანონსებული „ერთხელ ჰოლივუდში“ კვენტინ ტარანტინოს პირველი ფილმია, რომელიც პროდიუსირებული არ არის ჰარვი ვაინსტინისა და მისი კომპანიების, Miramax Films და The Weinstein Company-ის მიერ. ტარანტინომ ვაინსტინთან თანამშრომლობა გაწყვიტა მას შემდეგ, რაც ათეულობით ქალმა მსახიობმა დაადანაშაულა იგი სექსუალურ ძალადობაში. ფილმის გამოცემის უფლება მოიპოვა Sony Pictures-მა, რომელსაც მოუწია ტარანტინოს სხვადასხვა მოთხოვნების შესრულება. დიკაპრიო, პიტი, რობი და რამდენიმე მსახიობი გადაღებებს შეუერთდნენ 2018 წელს, იანვრისა და ივნისის თვეებს შორის. ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა 2018 წლის 18 ივნისიდან 1 ნოემბრამდელოს-ანჯელესში.

ფილმის პრიმიერა გაიმართა 2019 წლის 21 მაისსკანის კინოფესტივალზე. „ერთხელ ჰოლივუდში“ კინოგაქირავებაში გამოვიდა 26 ივლისსგაერთიანებულ სამეფოში — 14 აგვისტოს. ფილმმა კინოკრიტიკოსების შექება დაიმსახურა. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმი ფლობს 85%-იან რეიტინგს