სტივენ კინგი “GOT-ის” ბოლო სეზონით კმაყოფილია

111

სამეფო კარის თამაშების ბოლო სეზონს ჰორორის ჟანრის მეფე, სტივენ კინგიც ადევნებს თვალს. მწერალი, რომელიც “თვითერზე” აქტიურად არის დაკავებული დონალდ ტრამპის კრიტიკით, “GOT-ის” ბოლო სეზონზეც ალაპარაკდა. კინგმა სერიალზე მთხრობელის პოზიციიდან ისაუბრა,- “ რადგან უკვე დიდი ხნის მთხრობელი ვარ, მაოცებს, როგორ იდეალურად მოხდა ვინტერფელში მთავარი გმირების შეხვედრა. თითქოს ძალიან მარტივად იყო ნაჩვენები, მაგრამ, მკითხველო, ეს ასე არაა.”