VTB ბანკის თასი მედია ჯომარდი 2015

100

7 ივნისს საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით სოფელ ჩითახევში (ბორჯომის ხეობა) მდინარე მტკვარზე გიმართა ტრადიციული, V მედია ტურნირი ჯომარდობაში.
ღონისძიებაში ერთმანეთს 22 გუნდი ეჯიბრებოდა, მათ შორის წამყვანი ტელევიზიების, რადიოების, სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემების, სპორტული ჟურნალისტების გაერთიანებული გუნდები და ა.შ.
ტურნირი 2 დისციპლინაში, სპრინტში და პირისპირ დაშვებაში გიმართა. საბოლოო შედეგები ორ დისციპლინაში დაჯამებული ქულების მიხედვით დადგინდა.

საბოლოო ქულების დაჯამებით გამარჯვებულთა სამეული ასეთია:

I ადგილი – რადიო იმედი (ჯამური 258 ქულა)
II ადგილი – რადიო ჯაკო (ჯამური 251 ქულა)
III ადგილი – ტელე იმედი (ჯამური 239 ქულა)

კომპანია ბილაინისგან სამახსოვრო პრიზები –პლანშეტები გადაეცათ ტურნირზე მყოფ სამ იუბილარს, ტატო მახაშვილს (yellowblog.ge) ნინო ტყეშელაშვილს (ტელეკომპანია კავკასია) და ვახო ბარნაბიშვილი (პალიტრა)

ყველა დაჯილდოვებულისთვის გერმანულმა ჩამოსასხმელი ლუდის კომპანია „მაისტერბრაუმ“ დააწესა 5, 10, 15 20 ლიტრიანი ლუდის სასაჩუქრე ვაუჩერები და პრიზიორებისთვის 5 ლიტრიანი სპეციალური ჩამოსხმის ლუდი.

ყველა მონაწილე, ორგანიზატორი და გულშემატკივარი გააგრილა „თოლიას“ ნაყინმა.
მესამე ადგილზე გასული გუნდი „ტელე იმედი“ დააჯილდოვა ტურისტულმა კომპანია „პამაია ტურმა“ და გადასცა უიქენდის საგზური გონიოში. ასევე „პამაია ტურის“ დაჯილდოვებულებს შორის მოხვდა ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა მეუღლითურთ.

მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა საჩქრად მიიღო უიქენდის ტური სასტუმრო „საირმეში“.(პრიზის დაწესების მოდერატორი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია)
და პირველ ადგილზე გასულმა რადიო იმედის გუნდმა საჩუქრად მიიღო სასტუმრო ჰილტონ ბათუმის უიქენდის საგზური.(პრიზის დაწესების მოდერატორი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია)

სამწუხაროდ yellowblog.ge-ს გუნდი, საპრიზო კატეგორიაში ვერ მოხვდა. თუმცა ამ ფაქტს ჩვენი გუნდის  დადებით განწყობაზე არ უმოქმედია,  მადლობას ვუხდით ჯომარდობის ეროვნულ ფედერაციასა, სპონსორებს და მომავალი ტურნირისათვის მზადებას გაორმაგებული ენერგიით უკვე შევუდექით.