რას გეგმავს „რეალი ზაფხულში?!…

46

გარდა ამისა, გუნდმა უკვე შეიძინა „პორტუდან“ ედერ მილიტაო. ხსენებულ ფეხბურთელთა შორის, ყველაზე ძვირადღირებული პოგბაა და „რეალი“ მზადაა 150 მილიონი ევრო გაიღოს.

აზარსა და ერიკსენს კონტრაქტები 2020 წლის ზაფხულში ეწურებათ და ამ გარემოებამ შესაძლოა მათი სატრანსფერო ფასი შეამციროს. მადრიდში იმედოვნებენ, რომ ბელგიელს 100 მილიონ ევროდ, ხოლო დანიელს 85 მილიონად შეიძენენ. ხოლო, ნმდობლემე და იოვიჩი შესაბამისად, 80 და 60 მილიონ ევროდ ფასობენ, გარდა ამისა, მილიტაოს შეძენა ესპანურ გრანდს 50 მილიონი დაუჯდა და ჯამში მსუყე თანხა გამოდის.

მოგეხსენებათ, „რეალმა“ მიმდინარე სეზონი სრულად ჩააგდო და ზაფხულში ასეთი აქტიურობაც აქედან გამომდინარეა მოსალოდნელი.