აზარი დორტმუნდში ითამაშებს?!…

95

,,გლადბახის” ნახევარმცველმა, ტორგან აზარმა, განაცხადა, რომ დორტმუნდის ,,ბორუსიასთან” სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია:

,,დიახ, ,,დორტმუნდთან” პირობებზე შევთანხმდი. ახლა გუნდებმა უნდა მოილაპარაკონ, ეს კი ჩემზე დამოკიდებული აღარ არის.

,,გლადბახთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს, თუმცა უკვე აღვნიშნე, რომ კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმა მსურს.” – აზარის სიტყვებს Goal-ი ციტირებს.

აზარი ,,გლადბახში” 2014 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე მიუნხენგლადბახელთა მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 12 გოლია.