მხატვარი და მოქანდაკე

107

ერთი ჩვეულებრივი დღე სკოლაში. შემოდის მასწავლებელი, ყველა მოსწავლე ფეხზე დგება, გარდა ორისა, რომლებიც განსაკუთრებულმა ფიქრმა მოიცვა. “მასწი” გაბრაზდა და შეჰყვირა: “კი, მაგრამ, მე რომ შემოვდივარ, ფეხზე რატომ არ დგებით”?!

აღმოჩნდა, რომ ორივე მართლაც სერიოზულად დაფიქრდა. ერთი ამბობს: “მასწ, მე მხატვრობა მსურს”! მეორემ თქვა: “მე მოქანდაკეობა”! მასწავლებელმა კი მიუგო: “კარგია, ნამდვილად კარგია! მომავალო მხატვარო, შენ გაქვს ნიჭი, თუმცა ფუნჯის მოსმის ძალა ჯერჯერობით არ გყოფნის. შენ კი, მომავალო მოქანდაკევ, გაქვს ძალა, რათა შენი ქანდაკება მაღლა აღმართო და თუ ამას მუხლჩაუხრელ შრომას დაუმატებ, ყველაფერი აუცილებლად გამოვა”.

დაიწყო ახალი დღე. “მომავალი მხატვარი” არაერთხელ უსმევდა ფუნჯს, რათა ძალა მომატებოდა და მისი ნიჭი ბოლომდე გამოყენებული ყოფილიყო. “მომავალი მოქანდაკე” ძალ–ღონეს არ იშურებდა, რათა მისი ქანდაკება ყოველდღე უფრო და უფრო ეფექტური ყოფილიყო.

დადგა სტუდენტობის პერიოდი და აი, აქ კი ლექტორში ორივეს გაუმართლა: მხატვარს შეხვდა ლექტორი, რომელიც გენიალურად ასრულებდა სურათს და როცა დაისვა თავისთან და აჩვენა, როგორ უნდა შეექმნა შედევრი ნახატი, უმალ ყველაფერი იდეალურად წავიდა!

მოქანდაკეს შეხვდა ლექტორი, რომელმაც ზუსტად იცოდა, რას ნიშნავს მუხლჩაუხრელი შრომა. მან “მომავალ მოქანდაკეს” ტვინში ჩაუბეჭდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი შრომის შედეგად მიიღწევა დიდი წარმატება!

ხელოვნება და კლასი უკვდავია! გადის წლები და ერთი დღემდე გენიალურად ხატავს, მეორე კი ამ წუთამდე არ თაკილობს დაუღალავ შრომას, რათა მისი ქანდაკება დღითი დღე გაუმჯობესდეს.

მოამზადა გიორგი ფულარიანმა