5 შეცდომა FACEBOOK-ზე რომელიც შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ

369

Facebook-ის გარეშე ჩვენი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია. ჩვენი ყველა მეგობარი აქ არის და ამასთანავე უკვე ბევრს სამუშაოც კი აქ აქვს. ამ სოციალურ ქსელთან არის სინქრონიზებული ჩვენი კონტაქტები, მოვლენები კალენდარში. Facebook-ის ანგარიშით ვაკეთებთ ავტორიზაციას უამრავ სხვა სერვისში – ამ ყველაფრის დაკარგვა კი სიკვდილის ტოლფასია. არ შეიძლება ასე უბრალოდ ადგე და წახვიდე Facebook-დან, მაგრამ შეიძლება (და საჭიროა) შეცვალოთ თქვენი აქტივობების წესები. სხვაგვარად თქვენ რისკავთ დაკარგოთ ფული, კარიერა, პატივისცემა და თქვენი ახლობლებიც კი.

“კასპერსკის ლაბორატორიის” სპეციალისტებმა შეადგინეს სია იმ 5 ტიპიური შეცდომის, რომელსაც თითქმის ყველა უშვებს Facebook-ზე, და ასევე რჩევები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ამ შეცდომისგან გამოწვეული უსიამოვნებები. ცნობისთვის, “არ წაიკითხო ფეისბუქი როცა საჭესთან ხარ” მათ შორის არ არის – ეს ისედაც იგულისხმება.

სრული ბიოგრაფიის პუბლიკაცია

Facebook აქტიურად მოგვიწოდებს დავწეროთ ჩვენს კარიერაზე, მივუთითოთ დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი. თუმცა უამრავი სერვისი, მათ შორის ბანკები, იყენებენ ამ მონაცემებს (მაგალითად, დაბადების თარიღს, დედის გვარს, შინაური ცხოველის სახელს), რომ შეაღწიოს თქვენს ანგარიშში. დამნაშავეებს უყვართ Facebook, რადგან აქ შეგიძლია შეაგროვო საჭირო ინფორმაცია ადამიანზე, შემდეგ კი გატეხო მისი უფრო მნიშვნელოვანი ანგარიშები.

რჩევა: არ გამოაქვეყნოთ თქვენი დაბადების თარიღი ან მხოლოდ წელი, ეცადეთ არ ახსენოთ ნათესავების სახელები, ისევე როგორც შინაური ცხოველების. ასევე სხვა მონაცემები, რომლებსაც რეგულარულად იყენებენ სოციალურ-ინჟინერიული შემოტევების დროს, ასევე საბანკო და ფინანსურ ანგარიშებზე თავდასხმის დროს.

პოსტის პუბლიკაცია “ყველასთვის»

სახალხო ჩანაწერების წაკითხვა შეუძლიათ არა მხოლოდ თქვენს ახლობლებს, არამედ თქვენს უფროსს, ყოფილ ქმარს/ცოლს, საკადრო განყოფილების თანამშრომელს, უამრავ სარეკლამო და მარკეტინგულ კომპანიას და თაღლითებსაც კი. ხალხი ფიქრობს, რომ  Facebook-ზე დაწერა — ეს იგივეა, რომ მოუყვე ისტორია მეგობრებს სუფრასთან.

სინამდვილეში ეს იგივეა დადგე ქალაქის ცენტრში, ყველაზე ხალმხრავალ ადგილას და ყვირილით გამოთქვა შენი აზრები. ვიღაცამ შეიძლება შემთხვევით ან გამიზნულად გადააკეთოს თქვენი სიტყვები, მოუყვეს სხვებს და ამით გაგიფუჭოთ რეპუტაცია. ასევე ხშირია სამსახურის დაკარგვის შემთხვევები, ფეისბუქზე დაწერილი სტატუსების გამო.

რჩევა: დააყენეთ პუბლიკაციები ისე, რომ თქვენი პოსტები ჩანდეს მხოლოდ “მეგობრებისთვის” ან “მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის”. უფრო ყურადღების მოეკიდეთ ფოტოსურათის გამოქვეყნებას. თუ მაინცდამაინც გინდათ მილიარდ მომხმარებელს გააგებინოთ თქვენი აზრი, მაშინ ამ რეჟიმზეც გადასვლა ძალიან მარტივად ხდება.

არასაიმედო პაროლი

დღესდღეობით თითქმის ყველა მომხმარებელი შედის სხვა საიტებზე და ონლაინ სერვისებზე Facebook-ის დახმარებით. თუ ამ სოციალური ქსელის პაროლი გატყდება მაშინ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ სხვა ონლაინ-სერვისებიც “გატეხილია”.

რჩევა: გამოიყენეთ საიმედო პაროლი, უმჯობესია საერთოდ ორფაზიანი აუთენტიფიკაცია დააყენოთ. არ გამოიყენოთ ფეისბუქის პაროლი სხვა საიტებზე, ის უნდა იყოს უნიკალური.

ადგილმდებარეობის პუბლიკაცია

უცხოებს შეუძლიათ გითვალთვალონ, გაიგონ თქვენი ოფისის ადგილმდებარეობი და თქვენი სახლის მისამართიც კი. განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. თუმცა თუ თქვენ უკვე მოზრდილი ხართ და “აჩექინებთ” უსაფრთხო ადგილზე, ეს როგორც მინიმუმ ახდენ იმის დემონსტრირებას, რომ თქვენ სახლში არ ხართ, – ძალიან ძვირფასი ინფორმაციაა ქურდებისთვის.

რჩევა: გამორთეთ “გეოთეგები” ფოტოგრაფიებზე, როლებსაც აქვეყნებთ. არ გამოაქვეყნოთ “ჩექინები” ფეისბუქზე ან შექმენით ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ნახავენ მათ.

მეგობრობა უცხოებთან

ხშირად უცხო ადამიანები გამათებენ მეგობრებში. და თუ თქვენ ბევრი საერთო მეგობარი გყავთ, იღებთ შემოთავაზებას, რომ არ ჩაგეთვალოთ უტაქტობაში. უცხო მაშინვე იღებს წვდომას თქვენს ინფორმაციებზე, რომლებიც გაზიარებული გაქვთ “მეგობრებისთვის”, ზემოთ ნახსენები “ჩექინების”, ცხოვრებისეული თარიღების და ა.შ. ჩათვლით. ამის შემდეგ მას უკვე შეუძლია გამოგიგზავნოთ თქვენ და თქვენს მეგობრებს შეტყობინებები (შესაძლოა სპამი ან საშიში ლინკები), ასევე დაამათოს ახალი მეგობრები, თქვენი გამოყენებით, რადგან თქვენი დამატებით ამ ადამიანის ავტორიტეტი ამაღლდა.

რჩევა: იმეგობრეთ Facebook-ზე მხოლოდ მათთან, ვისაც იცნობთ პირადად.

წყარო