ინტერნეტის პირველი პროტოტიპის შემქმნელი, ბობ ტეილორი გარდაიცვალა

168

რობერტ (ბობ) ტეილორი, რომელმაც 1960 წელს, პენტაგონში მუშაობისას, ინტერნეტის პირველი პროტოტიპი – Arpanet-ი შექმნა, 85 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას The Los Angeles Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბობ ტეილორი 13 აპრილს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. როგორც გამოცემას ტეილორის შვილმა განუცხადა, მას პარკინსონის დაავადება სჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დასუსტებული იყო.

ბობ ტეილორის სახელს უკავშირდება ინტერნეტის პირველი პროტოტიპის შექმნა 1960 წელს, რომელიც მან პენტაგონში მუშაობისას შექმნა. მოგვიანებით, ტეილორი კომპანია Xerox-ის კვლევით ცენტრში პერსონალური კომპიუტერის შექმნასა და ინფორმაციის Ethernet-ით გადაცემაზე მუშაობდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შექმნა სამუშაო ჯგუფმა პირველი პერსონალური კომპიუტერი Alto.