MICROSOFT WORD-ის ხელოვნური ინტელექტი ტექსტის დაწერაში დაგეხმარებათ

145

Microsoft Word-ს ახალი ფუნქცია დაემატება, რომელიც ხელოვნური ინტელექტით ტექსტის კორექტირებაში დაგეხმარებათ. ახალი ფუნქციის მიზანი მხოლოდ გრამატიკული შეცდომების დაფიქსირება არ არის – ხელოვნული ინტელექტი პროგრამის მომხმარებლებს არამარტო სტილისტიკური შეცდომების სწორ ვერსიებს შესთავაზებს, არამედ უზრუნველყოფს, რომ ტექსტი გენდერის კუთხით ნეიტრალურ ენაზე იყოს დაწერილი.

ნეიტრალური გენდერი ენაში გულისხმობს, რომ გამოყენებულ სიტყვებში, რომელთა შინაარსი კონკრეტულ სქესთან დაკავშირებული არ არის, არ უნდა გვხვდებოდეს სქესის სტერეოტიპული განსაზღვრა. ამის მაგალითია მამრობითი სქესის შემთხვევაში ინგლისური სიტყვა “policeman”, რომელიც ავტომატურად გულისხმობს, რომ ყველა პოლიციელი კაცია, მდედრობითი სქესის შემთხვევაში კი სიტყვა “stewardess”, რომელიც ასევე ბორტგამცილებლის სქესს უსვამს ხაზს. Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი მსგავს სიტყვებს მათი გენდერულად ნეიტრალური ვერსიებით, ამ შემთხვევაში სიტყვებით “police officer” და “flight attendant” ჩაანაცვლებს.

“წერა ადამიანის შემოქმედებითობას მოითხოვს, რის იმიტაციასაც ხელოვნური ინტელექტი სათანადოდ ვერ შეძლებს, თუმცა შეგვიძლია, მას ჩვენი გრამატიკული და სტილისტიკური შეცდომების გასწორება მივანდოთ.” – Microsoft

მწერლის და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტის, ქელუმ ჩეისის თქმით, წერის პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლის გაზრდა “მხოლოდ სასიკეთო შეიძლება იყოს”. მისი შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებითი ვერასდროს იქნება, თუმცა მას შეუძლია საგრძნობლად შეუმსუბუქოს შრომა ჟურნალისტებს და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომელთაც წერა ხშირად უწევთ.

ფუნქცია Cloud სისტემაზე იქნება დაფუძნებული და მის გამოყენებას თავდაპირველად მხოლოდ Word Online-ის მომხმარებლები შეძლებენ. ფუნქციის სატესტო ვერსია ინვისში, საბოლოო ვერსია კი შემოდგომაზე ამოქმედდება.

 

წყარო