„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტები გიორგი გვიმრაძის წინააღმდეგ გამოსვლებს დაიწყებენ?

349
[frizzly_shortcode id='1593']

„საზოგადოებრივი მაუწყებლის”  საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსის გიორგი გვიმრაძის დანიშვნას „მოამბის” ჟურნალისტების ერთი ნაწილი გააპროტესტებს.

„პირველი ნიუსი – საქართველოსთვის” გახდა ცნობილი, რომ გვიმრაძეს სატელევიზიო სივრცეში მუშაობის გამოცდილება არ აქვს და „ნაციონალური მოძრაობის” კადრია.

გვიმრაძე უკვე ეცადა, „მოამბის” გამხსნელი სიუჟეტები „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობასთან ყოფილიყო კავშირში, როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ორი დღის განმავლობაში პირველ ბლოკში გვიმრაძე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის წარმოჩენას ითხოვს. გვიმრაძის 5-დღიანი საქმიანობით „მოამბის” ჟურნალისტების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა.

გვიმრაძის შესახებ ცნობილია, რომ გიგა ბოკერიას დროს  უშიშროების საბჭოში ბოკერიას თანაშემწედ მუშაობდა. რაც შეეხება ჟურნალისტურ გამოცდილებას, გვიმრაძეს იგი არ აქვს.

როგორც „საზოგადოებრივ მაუწყებელში” აცხადებენ, გვიმრაძე უკვე ერთი წელია მუშაობს „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სტრატეგიულ დოკუმენტზე. გვიმრაძის თქმით, სწორედ სტრატეგია გულისხმობს ერთიანი საინფორმაციო სამსახურის შექმნას.

გაერთიანებული ნიუსრუმის პროექტის დასაწყებად, ოქტომბრის შუა რიცხვებში ტელევიზიაში უცხოელ ექსპერტებს ელოდებიან.

საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის თქმით, პროექტზე მუშაობას ერთი წელი დასჭირდება, თუმცა ახალი პროექტის ელემენტები საინფორმაციოში უახლოეს მომავალში გაჩნდება.

წყარო