რომელია ჰოროსკოპის ყველაზე სექსუალური ნიშანი?

185

ასტროლოგიის საშუალებით შეიძლება ავხსნათ ყველაფერი – ღალატისკენ მიდრეკილებიდან დაწყებული, საწოლში აქტიურობით დამთავრებული.

მოდი ვნახოთ, რას ამბობენ ქალები, რომელთაც ურთიერთობა ჰქონდათ ჰოროსკოპის სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცთან და გავიგოთ, რომელია ჰოროსკოპის ყველაზე სექსუალური ნიშანი.

გამოკითხვის შედეგად დამტკიცდა, რომ ყველაზე დიდი გარყვნილობით გამოირჩევიან ქალწულის, მშვილდოსნის, მერწყულის, ვერძისა და თევზის (ყველა მათგანმა გამოკითხულთა 4% დააგროვა) ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები, მაგრამ მათგან მაინც ყველაზე გამორჩეული ვერძი აღმოჩნდა.

ყველაზე ალერსიანები (ხანდახან კი ზედმეტადაც) აღმოჩნდნენ მამაკაცი – კიბოები, თუმცა არ გაგვკვირვებია, რომანტიკის ზედმეტი დოზა ამ ნიშანში ყოველთვის შეიმჩნეოდა. მოსაწყენი ეროტიკული სცენები შეუსწავლიათ მამაკაც თევზებსა და ტყუპებსაც (ყველა მათგანმა ხმების 5% მოაგროვა).

აი, როგორ გამოიყურება სექს-ეგოისტების ლიდერი ხუთეული, რომელთაც პარტნიორი ქალის ორგაზმი სულაც არ ადარდებთ. სექსის დროს მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ ტემპერამენტიანი მამაკაცი – ვერძები,”დიდებული” ლომები, რომლებიც მიჩვეულები არიან, ცხოვრებისგან მაქსიმუმი მიიღონ.

მოსაწყენი და სევდიანი…

გირჩევთ, საწოლში მოიმარაგოთ ჟურნალები, მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, წიგნი – მოკლედ, ნებისმიერი საშუალება, რაც მოწყენილობისგან გიხსნით, თუ, რა თქმა უნდა, თქვენს გვერდით მამაკაცი – ქალწულია (ასე თვლის გამოკითხულ ქალთა17 %), ან სასწორი (გამოკითხულთა 13%-ის აზრით), ან ტყუპები და კიბოები, რომელთაც ხმათა 12% მიიღეს.

სექსში ძალიან უხეშებად დაასახელეს ქალებმა ვერძები (ამ ნიშანთა სიახლოვე არ მოეწონათ ქალთა 5%-ს), ტყუპები, ლომები, მორიელები, თხის რქები (მათთან 3%-მა იგრძნო თავი ცუდად).

“ისე რა სექსი” – ასე დაახასიათა ქალების 17%-მა ტყუპებთან გატარებული ღამე. მეორე ადგილზე კატეგორიაში” არც მწვადს წვავს და არც შამფურს” გავიდნენ მშვილდოსნები, მერწყულები დაქალწულები, რომელთაც ხმების 17% მოაგროვეს.

“მოკლე დისტანციაზე სექს-მორბენლებად” დასახელდნენ ტყუპები, ვერძები და მშვილდოსნები. გამოკითხვაში მონაწილე ქალების 7%-მა აღნიშნა, რომ ამ ნიშნების ქვეშ დაბადებული მამაკაცები სექსის დროს ძალიან ჩქარობენ.

და როგორც იქნა, ყველაზე საპატიო ნომინაცია “ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო სექსი”!

პირველობის გვირგვინი დაედგა… კუროს. ის გამოკითხულ ქალთა 66 პროცენტმა აღიარა. მხოლოდ 2%-ით ჩამორჩება მას მორიელი. მესამე ადგილი – თხის რქას ერგო (მათ ხმა მისცეს ქალების 63%-მა).
გამოკითხვაში მონაწილე ქალებს უფლება ჰქონდათ, ხმა მიეცათ და დაეხასიათებინათ ჰოროსკოპის 12-ივე ნიშანი.

წყარო