ოთხი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელთა ქორწინება დიდხანს არ გასტანს

327

ორი ადა­მი­ა­ნის ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შან­სებს, დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბებს თა­ვად მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, მოთ­მი­ნე­ბი­სა და კომ­პრო­მი­სის უნა­რი. იმი­ტომ რომ, სიყ­ვა­რუ­ლი რო­გორც ასე­თი, ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე ახერ­ხებს თვი­თა­ა­ლე­ბას, შემ­დგომ ამი­სა კი ნაკ­ვერ­ჩხლად და ბო­ლოს ნაც­რად რომ არ იქ­ცეს, მას გა­მუდ­მე­ბით ესა­ჭი­რო­ე­ბა ორი­ვე მხა­რის მიერ საწ­ვა­ვის გეგ­მა­ზო­მი­ე­რი და­მა­ტე­ბა.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ზო­გი­ერ­თი წყვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ურ­თი­ერ­თო­ბას მა­ინც არა­ფე­რი შვე­ლის და სა­ბო­ლო­ოდ მივ­დი­ვართ მტკივ­ნე­ულ გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე… რა არის მი­ზე­ზი და კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლიც ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ ერთ ჭერ­ქვეშ ხან­გრძლი­ვად თა­ნა­ცხოვ­რე­ბას – ამ თე­მის ირ­გვლივ არა­ერ­თი ას­ტრო­ლო­გი ცდი­ლობს აწარ­მო­ოს დაკ­ვირ­ვე­ბა. არ­სე­ბო­ბენ ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­თაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მსოფ­ლმხე­ვე­ლო­ბა და სამ­ყა­როს აღ­ქმა გა­აჩ­ნი­ათ…

მოკ­ლედ, იკ­ვლი­ეს ას­ტრო­ლო­გებ­მა და გარ­კვე­უ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს იმის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლი წყვი­ლე­ბი ას­რუ­ლე­ბენ ყვე­ლა­ზე ხში­რად ქორ­წი­ნე­ბას გან­ქორ­წი­ნე­ბით და ისიც გა­არ­კვი­ეს, რა მი­ზე­ზე­ბი აი­ძუ­ლებთ მათ თავ­და­პირ­ველ ეტაპ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას…

სიის სა­თა­ვე­ში ლო­მი­სა და მო­რი­ე­ლის წყვი­ლი მო­ექ­ცა 98% – ამ ადა­მი­ა­ნებს შო­რის შუღ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამო ჩაღ­დე­ბა. ორი­ვე მხა­რეს სურს აკონ­ტრო­ლოს სი­ტუ­ა­ცია ოჯახ­ში. ქორ­წი­ნე­ბით კი ძი­რი­თა­დად უძ­ლი­ე­რე­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის გამო ქორ­წინ­დე­ბი­ან.

მე­ო­რე სა­პა­ტიო ად­გილ­ზე ვერ­ძი­სა და მო­რი­ე­ლის დუ­ე­ტია 88% – ამ წყვილ­ში კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზია ეჭ­ვი­ა­ნო­ბა. მო­რი­ე­ლის დიქ­ტა­ტო­რუ­ლი ხა­სი­ა­თი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის ვერ­ძის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ბუ­ნე­ბას­თან. სექ­სუ­ა­ლუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბა ამ წყვილ­შიც დი­დია, თუმ­ცა ქორ­წი­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა­ზე მო­რი­ე­ლის სიმ­პა­თი­აც მოქ­მე­დებს ვერ­ძის მი­მართ, მას ხიბ­ლავს ვერ­ძის სი­ა­ლა­ლე, იმე­დოვ­ნებს რა რომ სა­მო­მავ­ლო­დაც შეს­ძლებს მის გა­კონ­ტრო­ლე­ბას

კიდევ ერთი კონფლიქტური წყვილი თხის რქისა და სასწორის ტანდემია 82% – ბუნებით რომანტიკული და რბილი სასწორი, ძნელად უწყობს ფეხს ზედმეტად მკაცრ, ემოციურად ცივ და მოზომილ თხის რქას. ამ ორს შორისაც ძლიერია ფიზიკური სიმპათიის კოეფიციენტი, თუმცა რეალურად მათი კავშირი თუნდაც სექსუალური კუთხით ვერასოდეს “გაქაჩავს” დიდხანს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ წყვილს ტემპერამენტის მხრივაც აღენიშნება სხვაობა.

დაბოლოს, რთული წყვილების კატეგორიაში მოხვდა ასევე მერწყულისა და კირჩხიბის დუეტიც 78% – ამ ორ ადამიანს შორის, პრობლემა სიყვარულის და ზოგადად პარტნიორული ურთიერთობების აბსოლუტურად განსხვავებულად აღქმის უნარია. მერწყულს თავდაპირველად კირჩხიბში იდუმალება იზიდავს. თვლის, რომ მისი ჩაკეტილობა ნიღაბია მხოლოდ ან თამაშის წესი; მაშინ როცა კირჩხიბი სამომავლოდ ძალიან იტანჯება მერწყულის წრეგადასული თავისუფლების მოთხოვნილებით. მათ შორის მუდამ იქნება დავა და სცენები ეჭვიანობის გამო.