როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები

411

სიბერე – გარდაუვალი რეალობა, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება.  ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან,  შესაბამისად, სხვადასხვა ხასიათის მქონე ზოდიაქოს ნიშნებს სიბერისკენ მიმავალი გზაც განსხვავებული აქვთ.  მაგალითად, ზოგი ასაკის მატებას ადვილად ეგუება  და ტკბილი მოხუცი ხდება, ზოგი სიბერეს თავგამოდებით ებრძვის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად კოსმეტიკური საშუალებების მთელ არსენალს და პლასტიკური ქირურგიის ყველა მიღწევას იყენებს, ზოგიც ამას ახალგაზრდული სამოსით ცდილობს და მოკლე კაბებს სიბერეშიც ვეღარ ელევა, ხოლო დანარჩენი მხცოვან ასაკამდე მიღწევამდეა დაბერებული უკვე.

ვერძი

ვერძები ასაკს არ იმჩნევენ, აწმყოთი  ცხოვრობენ და ხვალინდელ დღეზე ნაკლებად ფიქრობენ.  სულიერი სიმტკიცე  ახალგაზრდობის უზარმაზარ ენერგიას მათ ღრმა სიბერემდე უნარჩუნებს.  და თუ 60 წლის ვერძი ტყავის ქურთუკს  არ ატარებს, ის მოტოციკლების ინტერესს მაინც არ კარგავს.

კურო

კუროებს ძალიან უყვართ გემრიელი საკვები, ხანდახან ზედმეტადაც კი,  ამის გამო ისინი ასაკთან ერთად წონაშიც იმატებენ. წლებთან ერთად ჯიუტი კუროები  როგორც ფსიქოლოგიური კუთხით, ასე ფიზიკურადაც ნაკლებად მოქნილები ხდებიან.  მათ კარგი ამტანობა აქვთ და ავადმყოფობების მიუხედავად, ხანგრძლივად ცოცხლობენ.

ტყუპები

ტყუპები მიზანს  ახალგაზრდობაში  ისახავენ და ცხოვრების განმავლობაში თანდათანობით მიდიან წინ, მათი სწრაფვა მიზნისკენ წლებთან ერთად უფრო და უფრო სტაბილური ხდება. არ უნდა გქონდეთ იმედი, რომ ტყუპები სამსახურიდან სახლში მალე დაბრუნდებიან. ასაკშიც კი ვერ ნახავთ მათ დასვენების რეჟიმში.  ტყუპების კარიერული ზრდა საპენსიო ასაკამდე  გაგრძელდება და თუ იქნება ამის შესაძლებლობა, ისინი მოქმედებას ამ ასაკის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელებენ.

კირჩხიბი

კირჩხიბი შეიძლება ორი სახის იყო: ის, ვინც არასდროს იზრდება და ის, ვისაც დედა ტერეზასავით  სიბერეში გარშემომყოფებზე ზრუნვა აცოცხლებს. მასაც, როგორც ლომს, ძალიან უნდა, რომ ადამიანები მის ჭაღარას სცემდნენ პატივს. კირჩხიბებისგან კარგი „კლასიკური“ ბაბუები და ბებიები დგებიან, ისეთები, როგორებიც შვილიშვილების სიყვარულს იმსახურებენ.

ლომი

ლომები ბუნებით  შემწყნარებლები და გულჩვილები არიან. წლებთან ერთად ეს ყველაფერი უფრო და უფრო ძლიერად ვლინდება. სიბერეში კი ისინი უკვე მშვიდი და დიდებული პიროვნებები არიან. მათ უფრო და უფრო სჭირდებათ საყოველთაო პატივისცემა, ავტორიტეტი, ხანდახან თაყვანისცემაც, ასევე სურთ ძირითად, მისაბაძ მაგალითად იქცნენ.  სწორედ ამ მიზეზით, ისინი ცდილობენ, რომ მთავარ ცხოვრებისეულ მიზნებს მიაღწიონ.

ქალწული

ქალწულები ასაკის მატებასთან  ერთად გაცილებით ნეგატიურად აღიქვამენ  გარშემომყოფ სამყაროს და ყველა მოვლენის მიმართ განსაკუთრებულად კრიტიკულები ხდებიან. ინარჩუნებენ ფორმას და მუდმივად ზრუნავენ ჯანმრთელობაზე,  იმყოფებიან გონებრივი სრულყოფის რეჟიმში,  ამიტომ სიბერეს ხვდებიან, როგორც მკაცრი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ბატონები და ქალბატონები.

სასწორი

სასწორს ძალიან აღელვებს საკუთარი გარეგნობა, ამიტომ ნებისმიერ ზომას მიმართავს იმისთვის, რომ ზედმეტი კილოგრამების და ნაოჭების პრევენცია მოახდინოს.  როგორც წესი, ეს მათ გამოსდით კიდეც.  რაც მთავარია, სასწორები  80 წლის ასაკშიც კი არწმუნებენ ხალხს,  რომ ისინი ჯერ კიდევ 40 წლისანი  არიან.

მორიელი

მორიელები სიბერეში დიდებული ადამიანები დგებიან. მათ უყვართ საკუთარ თავზე ფიქრი, როგორც ფილოსოფოსებზე, რომლებმაც წლების განმავლობაში დიდი სიბრძნე დააგროვეს.  ეს სიმართლეა. სამწუხაროდ, ასაკში მორიელებს ხშირად აქვთ  კონკრეტული აკვიატებული მიზნები და ასევე აკვიატებული პირადი მოსაზრებებიც, რომელთა შეცვლა ძალიან ძნელია.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს არ სურს სიბერეზე ფიქრი. ხანდახან იმდენადაც კი, რომ ეს აკვიატებად ექცევა.  ამ დროს ის იწყებს გარშემომყოფების შეწუხებას კითხვებით, რომელთა უმრავლესობა მის სავარუდო ასაკს ეხება. ცდილობს მიიღოს  კონპლიმენტები,  თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს კონპლიმენტები  თითქმის ყოველთვის გამართლებულია – მშვილოსნები, მიუხედავად სურვილის არარსებობისა, მოუარონ საკუთარ თავს, ღრმა სიბერემდე ინარჩუნებენ სექსაპილურობას და მიმზიდველობას.

თხის რქა

თხის რქა – ნიშანი, რომელიც ბევრ რამეში დროსთან ასოცირდება. მას პლანეტა სატურნი მფარველობს, რომელიც დროსა და დროის მიმდინარეობაზეა პასუხისმგებელი. რაც ყველაზე საინტერესოა – თხის რქებისთვის დრო უკუღმა ბრუნავს.

თხის რქები უკვე პატარა მოხუცებად იბადებიან, სერიოზულები, ბრძენები და პასუხისმგებლობით სავსენი არიან,  მათ ხასიათში ასაკთან ერთად მეტი ბავშვურობა და სიცელქე ჩნდება. სიბერეში თხის რქები ტიპიურ ბავშვებად იქცევიან.

მერწყული

მერწყულს სატურნის გავლენა აქვს, ამიტომ ბავშვობაში ისინი, როგორც თხის რქები, ძალიან სერიოზულები არიან. წლებთან ერთად მერწყულებს ექსცენტრიულობა ემატებათ და ისინი წყვეტენ ფიქრს იმაზე, რას ფიქრობენ მათზე გარშემომყოფები, ხოლო 80 წლის ასაკში ისინი იქცევიან ზუსტად ისე, როგორც მოუნდებათ.

თევზები

თევზებს პანიკურად ეშინიათ სიბერის. ჰგონიათ, რომ ჯერ არ უცხოვრიათ, ბევრი არაფერი გაუკეთებიათ, არაფერი შეუსრულებიათ. სწორედ ამ მიზეზით თევზები ყოველთვის პოულობენ დროს, რომ საკუთარი ცხოვრების ეტაპების შედეგები გააანალიზონ. და რაც ნაკლებად ინერვიულებენ თევზები ამაზე, მით მეტხანს და ბედნიერად იცხოვრებენ, რადგან არაფერი ისე არ ამოკლებს და აუფერულებს ცხოვრებას, როგორც მუდმივი ნერვიულობა.

წყარო