რატომ აუკრძალა სტივ ჯობსმა iPhone თავის შვილებს

366

სტივ ჯობსი სასტიკად უკრძალავდა თავის შვილებს დიდხანს სჭეროდათ ხელში iPhone და iPad. ერთ–ერთმა ჟურნალისტმა ინტერვიუში მას ჰკითხა: „ალბათ, თქვენი შვილები განებივრებულები არიან iPhone-ით და iPad-ით?“ ჯობსმა უპასუხა, რომ ისინი iPhone-ით და iPad-ით იშვიათად სარგებლობენ და მათ შეზღუდული აქვთ ეკრანებთან ყოფნის დროც. ჟურნალისტი გააოცა სტივ ჯობსის ასეთმა რეაქციამ. მას ეგონა, რომ სტივის სახლში დიდ სენსორულ ეკრანს იხილავდა და იმასაც კი ფიქრობდა, რომ მათ ოჯახში სტუმრებს iPad-ებს კანფეტებივით ურიგებდნენ, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. საერთოდ, ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელების უმრავლესობა თავიანთ შვილებს ციფრულ ტექნოლოგიასთან ყოფნის დროს უზღუდავს (თუნდაც ეს კომპიუტერი, სმარტფონი და პლანშეტი იყოს). ეს შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ალაბათ მათ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ, უბრალო მომხმარებლებმა, არ ვიცით.

კრის ანდერსონმა, Wired-ის ყოფილმა დირექტორმა, ოჯახის წევრებს შეზღუდვები დაუწესა გაჯეტების გამოყენებაზეც. „ჩემი შვილები, მე და ჩემს მეუღლეს გვადანაშაულებენ იმაში, რომ ზედმეტად გადაჭარბებულად აღვიქვამთ ტექნოლოგიების გავლენის საკითხს . ისინი აცხადებენ, რომ არცერთ მათ მეგობარს არ აქვს შეზღუდული დრო ტექნოლოგიების მოხმარებაში.“ – ჰყვება ანდერსონი. მას 5 შვილი ჰყავს, 5-დან 17 წლამდემდე და თითოეულ მათგანს ეხება ეს შეზღუდვები. „ეს იმიტომ, რომ მე ისე ვხედავ ინტერნეტზე დამოკიდებულების საშიშროებას, როგორც სხვა ვერავინ. მე ვიცი, როგორი პრობლემები შემექმნა თავად და არ მინდა ჩემი შვილებიც აღმოჩნდნენ მათ წინაშე.“ – ამბობს ანდერსონი.

ალექს კონსტანტინოპოლი Out Cast Agency-ის დირექტორი ამბობს, რომ მისი 5 წლის ბიჭი საერთოდ არ სარგებლობს პლანშეტით. ორ უფროს შვილს კი, რომლებიც 10 და 13 წლის არიან, პლანშეტებით სარგებლობა დღის განმავლობაში მხოლოდ ნახევარი საათით შეუძლია.

ევა უილიამსი, Blogger-ის და Twitter-ის დამფუძნებელი, ამბობს, რომ მის ორ შვილსაც აქვს ასეთი შეზღუდვები დაწესებული. ის ამბობს, რომ სახლში უამრავი წიგნია და მათ შეუძლიათ შეუზღუდავად იკითხონ ისინი. აი, პლანშეტებით და სმარტფონებით კი მხოლოდ ერთი საათით ისარგებლონ დღეში.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 10 წლამდე ბავშვებს უფრო მეტად უჩნდებათ დამოკიდებულება ახალი ტექნოლოგიებზე. ასე რომ, სტივ ჯობსი მართალი იყო. მკვლევარები ამბობენ, რომ ბავშვებს არ უნდა დართო ნება ნახევარ საათზე მეტი დრო გაატარონ პლანშეტებთან. სმარტფონებით კი დღე–ღამეში 2 საათი ისარგებლონ. 10–14 წლის ბავშვებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას სასკოლო დავალება მოითხოვს. მეცნიერები ამბობენ, რომ შეზღუდვები შეიძლება მოიხსნას 14 წლიდან, თუმცა ანდერსონმა თავის 16 წლის შვილებს საძინებელში ტელევიზორის ქონაც კი აუკრძალა. დიკ კოსტოლომ, Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თავის მოზარდ შვილებს მხოლოდ სასტუმრო ოთახში დართო პლანშეტებით სარგებლობის უფლება.

მაშ რით დავაკავოთ ჩვენი შვილები? ავტორი წიგნისა „სტივ ჯობსი“ ამბობს, რომ ჯობსმა პლანშეტები ადვილად ჩაანაცვლა ბავშვებთან ურთიერთობით: ის განიხილავდა მათთან ერთად წიგნებს, ისტორიებს – და სხვა ნებისმიერ საინტერესო თემას და ამასთან, არცერთ მათგანს მამასთან საუბრის დროს არ აღძვრიათ სურვილი ამოეღოთ iPhone, ან iPad.

წყარო