პრიპიატი – ქალაქი მოჩვენება

285

მსოფლიო ატომური ენერგეტიკის უდიდესი კატასტროფიდან – ჩერნობილის ავარიიდან 28 წელზე მეტი გავიდა, რომელიც დღემდე ახდენს გავლენას ევროპის აღმოსავლეთის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ამ კატასტროფის შედეგად (მიღებული რადიაციული დასხივებისგან) წლების განმავლობაში ათეულ ათასობით ადამიანი დაიღუპა და დღემდე იღუპება, მრავალი ახლომდებარე ქალაქი და სოფელი კი გაუკაცრიელდა, პრიპიატი ერთ-ერთი მათგანია, აქ უკვე 28 წელია არავინ ცხოვრობს, დრო გაჩერდა და აქაურობა საშინელებათა ფილმის კადრებს მოგაგონებთ, სადაც ძირითადად მოჩვენებები და სულები ცხოვრობენ ხოლმე…